ხელოვნება

მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2015 • • 3897
მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

რეზო ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის- “მზიანეთი”, “ზღვის მგელი”, “ავტოპორტრეტი”, “ფედია”, “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “გამოაღეთ ფანჯრები”, “გათენების წინ”, “ჭიდაობას რა უნდა”, “ექსპრეს – ინფორმაცია” -სცენარის ავტორი.


მას მიღებული აქვს რუსთაველის პრემია. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე გახლდათ. 1992-1995 წლებში აირჩიეს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად.


რეზო ჭეიშვილმა პირველი მოთხრობები სტუდენტობისას ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. 1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში» რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში “ცისკარი”, “საუნჯე”. რეზო ჭეიშვილი გახლდათ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, გაზეთ „მოწამეთისა და ჟურნალ „მწვანე ყვავილის“ რედაქტორი.


რეზო ჭეიშვილი
რეზო ჭეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი