ხელოვნება

“არსენალის მთა ღამით” საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადაეცა

20 ივლისი, 2015 • • 2697
“არსენალის მთა ღამით” საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადაეცა

ფიროსმანის ნახატი 2015 წლის 21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში გამოიფინება, სადაც შესვლა თავისუფალი იქნება.

 

დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციაა დაცული, აცხადებს კულტურის სამინისტრო.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად „არსენალის მთა ღამით” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება. 

 

სამინისტრო აღნიშნავს, რომ სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

არსენალის მთა ღამით, ნიკო ფიროსმანი,
არსენალის მთა ღამით, ნიკო ფიროსმანი,

მასალების გადაბეჭდვის წესი