ინგლისური ბენდი Placebo TOA 2015-ის მთავარ სცენაზე [ფოტო]

“რა ჯანდაბაც გინდათ, ის დამიძახეთ,”- ასე გაეცნო ცნობილი ინგლისური როკ-ბენდის Placebo-ს სოლისტი ბრაიან მოლკო Tbilisi Open air-ზე შეკრებილ მსმენელს. წლევანდელი ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი ბენდი სცენაზე საღამოს 10 საათისათვის გამოჩნდა და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ასრულებდა უკვე კარგად ნაცნობ კომპოზიციებს. მათ შორის ისეთ სიმღერებებს როგორებიცაა: Every you and Every me, Running Up the Hill, Meds, The Bitter End და ბევრი სხვა. 

ბენდი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ფესტივალის სტუმრებში. ფესტივალის მეხუთე დღე ყველაზე ხალხმრავალი იყო. მოსულთა უმეტესობას სურვილი ჰქონდა, რომ სცენის წინ, პირველ რიგში დამდგარიყო და ისე მოესმინა საყვარელი ბენდისათვის. რამაც გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ხალხის მოწოლილი მასა წინა რიგებში მდგომებს თითქმის ზემოდან უვლიდა. საჭირო გახდა რამდენიმე ადამიანის გარეთ გაყვანა. ზოგიერთ ჰაერის უკმარისობის გამო გულიც კი მისდიოდა. შემდეგ მოლკომ თავად მიმართა გულშემატკივრებს და სთხოვა, ერთმანეთს პატივისცემით მოპყრობოდნენ. 

Placebo ინგლისური ალტერნატიული როკ-ბენდია, რომელიც 1994 წელს ბრაიან მოლკომ და სტეფან ოლსდალმა ჩამოაყალიბეს. ამ დროის განმავლობაში ბენდმა 7 სტუდიური ალბომი ჩაწერა. ყოველი მათგანი ბრიტანეთის წლის საუკეთესო ალბომების ტოპ 20-ულში მოხვდა. დღემდე მათ 11 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა შეძლეს. ბენდი ცნობილია თავისი გამორჩეული სტილით. Placebo თბილისში პირველად იმყოფებოდა. 

ჯგუფი Placebo. Tbilisi Open Air 2015 - 06.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ჯგუფი Placebo. Tbilisi Open Air 2015 – 06.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tbilisi Open Air 2015 - 06.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 06.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი