ხელოვნება

2015 წლის პრემია “დურუჯზე” წარდგენილ კანდიდატთა მოკლე ნუსხა

28 ივნისი, 2015 • 2112
2015 წლის პრემია “დურუჯზე”  წარდგენილ  კანდიდატთა მოკლე ნუსხა

თეატრალურ პრემია “დურუჯის” ნომინანტთა მოკლე სია გამოქვეყნდა. პრემია წელს მეშვიდედ გაიცემა ხუთ ნომინაციაში:

საუკეთესო სარეჟისორი ნამუშევარი

 

  1. რობერტ სტურუა – „ასულნი“ -შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეათრი

  2. დავით დოიაშვილი – „ფსკერზე“ -თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

  3. ლევან წულაძე – „შეშლილის წერილები“-კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

  4. ბესიკ კუპრეიშვილი-„თამაში მაგიდასთან“-თითების თეატრი

  5. ანდრო ენუქიძე – „მაკბეტი“ -ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი

 

  1. ნიკოლოზ საბაშვილი – „1945“ –ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი- სოსო ბაკურაძე – „მატარებელი მოდის“ -მესხეთის(ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

  2. ანი ხიდაშელი – „თავისუფალი პეპლები“-კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი  

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

 

  1. გოგა გველესიანი – „ფსკერზე“-თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსაკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

  2. ონისე ონიანი – „თამაში მაგიდასთან“ -თითების თეატრი

  3. ვანო იანტბელიძე – „ვინ გატეხა ქოთანი“ -თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

  4. მერაბ კაკალია –  „დაბრუნება“-ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი

  5. კოკო როინიშვილი – „თავისუფალი პეპლები“-კოტე მარჯანიშვილის სახელობის  პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

საუკეთესო  მსახიობი ქალი

 

  1. მარინა კახიანი – „ასულნი“ -შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

  2. ანა სანაია – „1945“ -ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

  3. ნანა ბუთხუზი – „ფსკერზე“-თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსაკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი  

  4. ბუბა გოგორიშვილი – „ფსკერზე“ -თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

  5. ნიარა ჭიჭინაძე – „კალიგულა“ -ქ.ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

 

სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი

 

  1. თამარ ბართაია – „კაბა და სარკე“-გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

  2. ოთარ ქათამაძე ,პაატა ციკოლია – „კალიგულა“-ქ.ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პრიფესიული სახელმწიფო თეატრი

  3. ლაშა თაბუკაშვილი – „ათვინიერებენ მიმინოს“ -კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ წელს უკვე მეშვიდედ გაიცემა. საბუთების წარდგენის ვადა 8 მაისს ამოიწურა.  ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წელს სულ  22 თეატრის 37 განაცხადი შევიდა.

 

5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს რამდენიმე კვირის  განმავლობაში აფასებდა. ჟიურიმ თითეულ ნომინაციაზე კანდიდატთა  მოკლე ნუსხა უკვე შეადგინა, რომელიც ზემოთაა წარმოდგენილი.  პრემიის ლაურეატების გამოსავლენად კი საბოლოო ფარული კენჭისყრა  ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება.

 

გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება ცნობილი. საზეიმო ცერემონია შემოდგომაზე ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში  გაიმართება.

                                 

დურუჯი
დურუჯი

მასალების გადაბეჭდვის წესი