ხელოვნება

სტიქიით დაზარალებულებისთვის კულტურის მოღვაწეები საქველმოქმედო ღონისძიებებს გამართავენ

16 ივნისი, 2015 • • 1416
სტიქიით დაზარალებულებისთვის კულტურის მოღვაწეები საქველმოქმედო ღონისძიებებს გამართავენ

კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, მუშაობენ მოხალისეებად, დაზარალებულებს ეხმარებიან პირველადი საჭიროების ნივთებით.

 

თანაშრომლები ასევე აგროვებენ თანხას, რომელიც სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.
 

სამინისტროს განცხადებით, 16 ივნისიდან, მთელი ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მუზეუების გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი და სახლ-მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებს უფასოდ უმასპინძლებენ; მოზარდები ასევე უფასოდ ჩაერთვებიან მუზეუმების საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებში.

 
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი ერთი დღის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავს სტიქიით დაზარებულთა დასახმარებლად.

 

“გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის ორგანიზაციები და ადამიანები, ვინც მოღვაწეობენ კულტურის სფეროში, ერთიანდებიან ამ ტრაგედიის და ამ მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 
16 ივნისს, 19:00 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ნასტარი“, ქართული ფოლკლორულ ანსამბლები: „ბასიანი“, „სახიობა“, „იალონი“, „ადილეი“, „ძირიანი“, „მჭელი“. 

 

კონცერტზე დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო მსურველებს საშუალება ექნებათ დარბაზში განთავსებული შესაწირი ყულაბების საშუალებით დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.
 

17 ივნისს, 19.00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა “მინდია”. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
17 ივნისს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება სპექტაკლი ,,იულიუს კეისარი”. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.
 

18 ივნისს, 20:00 საათზე, მარიონეტების თეატრში გაიმართება სპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები“. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
20 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მუზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“.  შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
21 ივნისს, 19:00 საათზე მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „გაყრა“. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
21 ივნისს, 19:00 საათზე ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს, ადოლფ ადანის – “ჟიზელი”. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
23 ივნისს, 19:00 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხარაგაულის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი გაიმართება. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
23 ივნისს, 20:00 საათზე, გორის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ა. მილერის “სეილსმენი”. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
25 ივნისს, 19:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

 
27 ივნისს, 20:00 სათზე, თეატრში ათონელზე გაიმართება სპექტაკლი „დილა მშვიდობისა 100 დოლარიანო“.  შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

28 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება  ლიზა ბათიაშვილის კონცერტი. შემოსული თანხის ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.
 

28 ივნისს,19:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ბაკულას ღორები“.  შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
30 ივნისს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან თანამშრომლობით გამართავს სპექტაკლს „სამშობლო“. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
30 ივნისი და 1 ივლის გაიმართება ნატო მეტონიძის კონცერტი.  შემოსული თანხის ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.

 
ივნისის ბოლოს კოტე მარჯანიშვილის თეატრი ღია ცის ქვეშ ითამაშებს ლევან წულაძის სპექტაკს „როგორც გენებოთ“. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
2015 წლის სექტემბერში დაგეგმილი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა და რეაბილიტაციის ფონდში;
 

გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი სექტემბრის მეორე ნახევარში გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს; შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

 
თეატრისა და კინოს უნივერსტეტის კურსდამთავრებულები უნივერსტეტის ეზოში, ღია ცის ქვეშ,  გამართავენ საქველმოქმედო კონცერტს. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 5000 ლარს გადარიცხავს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი