კინოხელოვნება

მსახიობი კრისტოფერ ლი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

11 ივნისი, 2015 • • 2542
მსახიობი კრისტოფერ ლი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობის მეუღლემ, ლედი ლიმ, განცხადება კრისტოფერ ლის გარდაცვალების შესახებ დღეს გაავრცელა. წყვილმა ერთად 50 წელი იცხოვრა.

 

დრაკულა, ფრანკენშტეინი, სარუმანი – ეს რამდენიმე ცნობილი როლია, რომელიც კრისტოფერ ლიმ შეასრულა ფილმებში “დრაკულა”, “ბეჭდების მბრძანებელი” და “ფრანკენშტეინი”. იგი ასევე მონაწილეობდა ფილმში “ვარსკვლავური ომები”.

 

სამსახიობო კარიერა კრისტოფერ ლიმ 1950-იან წლებში დაიწყო და პოპულარობა დრაკულას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. მას სიცოცხლის ბოლომდე იღებდნენ ფილმებში და, როგორც თავად განაცხადა 2009 წლის “ბაფტას” დაჯილდოების ცერემონიაზე, არასოდეს აპირებდა საქმიანობის შეწყვეტას.

“როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, მინდა, როცა მოვკვდები, ფეხსაცმელები მეცვას,”- განაცხადა ლიმ.

 

კრისტოფერ ლი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო. ის ბრიტანეთის ჯარების სპეციალურ დანაყოფში მსახურობდა.

კრისტოფერ ლი
კრისტოფერ ლი ‘ბეჭდების მბრძანებელში’ სარუმანის როლს ასრულებდა

მასალების გადაბეჭდვის წესი