კინოხელოვნება

“სამეფო კარის თამაშების” სპეცეფექტების რეჟისორი ლომმა იმსხვერპლა

4 ივნისი, 2015 • • 1793
“სამეფო კარის თამაშების” სპეცეფექტების რეჟისორი ლომმა იმსხვერპლა

ჩაპელი აფრიკულ საფარის სტუმრობდა მაშინ, როდესაც მის მანქანაში ღია ფანჯრიდან ლომი შეიჭრა. კატერინ ჩაპელმა ფანჯარა ლომისათვის ფოტოს გადასაღებად გააღო. მანქანის ყველა მგზავრი დაშავდა, თუმცა მხოლოდ მისი ჭრილობები აღმოჩნდა სასიკვდილო. ჩაპელი იოჰანესბურგში 1 ივნისს გარდაიცვალა. ინფორმაცია კი მისი გარდაცვალების შესახებ მისმა დამ დღეს Facebook გვერდის საშუალებით გაავრცელა.  

 

კატერინ ჩაპელი ცხოველთა უფლებების დასაცავად იბრძოდა და აფრიკას ბრაკონიერების წინააღმდეგ კამპანიის ჩასატარებლად ესტუმრა.

 

“სამეფო კარის თამაშების” გარდა ჩაპელმა იმუშავა ფილმებზე- “გოძილა”, “ნოე”, “დივერჯენტი” და “კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი”. ასევე, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

კატერინ ჩაპელი
კატერინ ჩაპელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი