ხელოვნება

ფიროსმანის “ღამე არსენალის მთაზე” ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

1 ივნისი, 2015 • • 1878
ფიროსმანის “ღამე არსენალის მთაზე” ბიძინა ივანიშვილმა იყიდა

“საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა”, – წერია ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე.

 
 
 
ნიკო ფიროსმანის ნახატი “ღამე არსენალის მთაზე” კრისტის აუქციონზე დღეს, 1 ივნისს 1,486,100 დოლარად გაიყიდა.
 

მისი საწყისი ფასი 800 000-1 200 000 ფუნტი იყო. ნამუშევარი 1907-1908 წელსაა შექმნილი. “არსენალის მთა ღამით”  2010 წელს მილიონ ასი ათას ფუნტად გაიყიდა ლონდონის მაკდუგალის აუქციონზე.

 

სოტბის აუქციუნის ინფორმაციის თანახმად, ეს ნამუშევარი რუსეთის კერძო კოლექციის შემდეგ რამდენიმე წელი ცნობილი ფრანგი პოეტის, ლუი არაგონის კოლექციაში იყო. ამავე წყარის თანახმად, ნამუშევარი პოეტს 1957 წელს აჩუქეს.

 

საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა.

Posted by 2030 on Monday, June 1, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი