ხელოვნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლევილის მამულის ბიბლიოთეკის რესტავრაცია დასრულდა

27 მაისი, 2015 • • 1512
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლევილის მამულის ბიბლიოთეკის რესტავრაცია დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის, ასოციაციია ქართულ კერასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდა და გარემონტდა.

 

წიგნები, რომლებიც  განთავსებული იყო  შატოს სხვადასხვა სათავსოებში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში, გარემონტებულ ბიბლიოთეკაში განთავსდება, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

ლევილის მამულის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება.

 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისთვის 26 000 ევრო გამოიყო.

ლევილის მამული საფრანგეთში
ლევილის მამული საფრანგეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი