ხელოვნება

ცირა ელისაშვილი: “ტფილისის ჰამქარი” მირზა შაფის დასაცავად აქციებს გამართავს

22 მაისი, 2015 • • 2785
ცირა ელისაშვილი: “ტფილისის ჰამქარი” მირზა შაფის დასაცავად აქციებს გამართავს

ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ კომპანია “დემარკის” მიერ შემუშავებული პროექტი, რომლის მიხედვითაც მირზა შაფის ქუჩაზე უნდა აშენდეს შენობა, არ ითვალისწინებს ძველი თბილისის ლანდშაფტსა და არქიტექტურულ თავისებურებებს.

“ჩვენ არქიტექტურულ მხარესთანაც გვაქვს პრობლემა, არქიტექტურის მიმართ, ლანდშაფტთან; არ არის გათვალისწინებული არსებული უბნის რეალური ურბანული ქსოვილი”, – ამბობს ცირა ელისაშვილი.

 

ცირა ელისაშვილის თქმით, ხარფუხისა და აბანოთუბნის განაშენიანება 2-3 სართულს არ სცდება. თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული “დემარკის” მიერ შემუშავებული ესკიზური პროექტი კი მირზა შაფის ქუჩაზე 8, 12 და 13-სართულიანი ნაგებობის აშენებას გულისხმობს, რის შედეგადაც ამ ადგილას აშენდება დომინანტური ნაგებობა ქალაქის ისტორიულ განაშენიანებასთან შედარებით.

“თუ 2-3-4 სართულს ავცდებით, ის ყველა შემთხვევაში დომინანტია. ეს არ არის პროექტი, რომლის კორექტირებითაც შეიძლება მივუსადაგოთ გარემოს. ეს ძალიან ოდიოზური პროექტია”, – ამბობს ცირა ელისაშვილი.

 

ცირა ელისაშვილი
ცირა ელისაშვილი

თბილისის მერიამ გუშინ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი არ არის საბოლოო და მასში შევა კორექტირება, რათა არ აშენდეს “დომინანტური” ნაგებობა.

მეორე პრობლემურ საკითხად ელისაშვილს მიაჩნია ის, რომ ინვესტორს სურს, მირზა შაფის ქუჩის მიმდებარედ ბააზოვის ქუჩაც აითვისოს, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ არსებული შენობების განაშენიანების გეგმა დაირღვევა.

 

მირზა შაფის ქუჩის ექსკიზური პროექტი. წყარო: ტფილისის ჰამქარი
მირზა შაფის ქუჩის ექსკიზური პროექტი. წყარო: ტფილისის ჰამქარი

“ტფილისის ჰამქარი” ამბობს, რომ მშენებლობის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებს და აქციებს გამართავს.

“ტფილისის ჰამქარს” მთავარ პროკურატურაში 2007 წელს შეტანილი აქვს საჩივარი, რომელიც მირზა შაფის ქუჩაზე კლდის უკანონო მოჭრას შეეხება. 7 წლის გამავლობაში გამოძიება არ დასრულებულა. გაერთიანება აპირებს, რომ დაიქირაოს ადვოკატები და გამოძიების დასრულება დააჩქაროს.

მირზა შაფის ქუჩის ექსკიზური პროექტი. წყარო: ტფილისის ჰამქარი
მირზა შაფის ქუჩის ექსკიზური პროექტი. წყარო: ტფილისის ჰამქარი

მასალების გადაბეჭდვის წესი