ნეტგაზეთი | ნანა ჯორჯაძე კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის სოფიის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს ნანა ჯორჯაძე კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის სოფიის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს – Netgazeti

ნანა ჯორჯაძე კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის სოფიის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

სოფიის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორი ნანა ჯორჯაძე კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.

გრიგოლ აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი „მეზობლები“ კი ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings საუკეთესო პროექტად აღიარეს. პროექტს პოსტპროდუქციისათვის 10 000 ევრო გადაეცა.

 

კინოფესტივალზე ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი „კრედიტის ლიმიტი“ ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა 16 ქართული კინოფილმის ჩვენება. ნაჩვენები იყო როგორც ქართული კინოკლასიკა, ასევე, ბოლო პერიოდის წარმატებული ქართული პროექტები.

ნანა ჯორჯაძე
ნანა ჯორჯაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი