კინოხელოვნება

ქართული კინო სოფიის კინოფესტივალზე

11 მარტი, 2015 • • 1164
ქართული კინო სოფიის კინოფესტივალზე

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 16 ქართული კინოფილმის, როგორც ძველი კინოკლასიკის (ცისფერი მთები, შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი, გიორგობისთვე, ფიროსმანი, მონანიება, ნატვრის ხე), ასევე ბოლო წლების წარმატებული ფილმების (შემთხვევითი პაემნები, პატარძლები, სიმინდის კუნძული, ღვინის აკვანი, არ ისუნთქო, კარასტანში დაკარგულები, კრედიტის ლიმიტი, ჩემო ქალთევზა, ჩემო ლორელაი; მანდარინები, პრეზიდენტი) ჩვენება.

 

ფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Sofia Meetings ორი ქართული პროექტია წარდგენილი: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“  და გრიგოლ აბაშიძის „მეზობლები“, რომელსაც ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში წარადგენს.

 

ფესტივალის ჟიურის  წევრებს შორის არიან ლევან კოღუაშვილი და ნანა ჯორჯაძე.

14 მარტს ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სახელით გაიმართება წვეულება, რომელსაც მუსიკალურად ქართული ბენდი „Asea Sool“ გააფორმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი