კინოხელოვნება

მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

9 მარტი, 2015 • • 2043
მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა
ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სოხუმის დრამატული თეატრის, შემდგომ კი მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა.

შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორია.


მან მიიღო მონაწილეობა ფილმებში: “ბაში აჩუკი”, “მამულქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი