ხელოვნება

“ბალადა ვეფხისა და მოყმისა” – კომიქსი ქართული ლიტერატურიდან [ფოტო]

27 თებერვალი, 2015 • • 9464
“ბალადა ვეფხისა და მოყმისა” – კომიქსი ქართული ლიტერატურიდან [ფოტო]

გამოცემა 36-გვერდიანია და 68 გრაფიკულ ილუსტრაციას შეიცავს. “დინ სტუდიოს” პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი ამბობს, რომ გრაფიკული ილუსტრაციებით მიწოდებული ლექსი ბევრად უფრო ეფექტურია, ბევრად უფრო შემეცნებითი და  მოზარდებსაც ადვილად დაამახსოვრდებათ..

 

“დინ სტუდიო” სკოლებთან თანამშრომლობს. ყანჩაველის თქმით, გამოცემას საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს, რადგან ლექსი სასკოლო პროგრამაშიც შეტანილია:

“ადაპტირებულია ვიზუალი იმისთვის, რომ არ იყოს ზედმეტად მძაფრი და, ამავდროულად, თვალწარმტაცი იყოს დიდებისთვისაც”.

 

გამომცემლობა აპირებს, რომ ბალადა მარტში ბოლონიის წიგნის ფესტივალზე წარადგინოს, ხოლო შემდეგ – ლონდონის წიგნის კვირეულზე.

 

“სიამაყით წარვდგებით იქ, რომ ასეთი გრაფიკული ნოველა შეიძლება შეიქმნას საქართველოში და შეიქმნა. ქართული ფესვების გაცოცხლება გვინდა თანამედროვე პოპკულტურაში, შესაფერისი ხარისხით”, – ამბობს გიორგი ყანჩაველი.

გამოცემა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით მსოფლიოს მასშტაბით უფასოდ გავრცელდება და მას ქართული სათვისტომოები და ინგლისურენოვანი მკითხველიც გაეცნობა.

ბალადის გრაფიკულ გამოცემაზე მუშაობა “დინ სტუდიომ” 2013 წელს დაიწყო და წელიწადნახევარი დასჭირდა. სტუდია ახლა ვაჟა-ფშაველას ლექსის “არწივი ვნახე დაჭრილი” გრაფიკულ ვერსიაზე მუშაობს.

“დინ სტუდიო” ქართული ლიტერატურის გარდა ქართული მითოლოგიის გრაფიკულ გამოცემასაც აპირებს. ქართული მითოლოგიის გმირები ერთ სერიაში “აღმოსავლეთის კარიბჭე” გაერთიანდებიან. ყანჩაველის თქმით, გამოცემა ყოველთვიური იქნება.

 

გიორგი ყანჩაველის თქმით, მწერალმა Toresa Mossy შეიმუშავა სცენარი, რომელიც გააცოცხლებს ქართულ მითოლოგიას, ოქროს საწმისსა და ძველ კოლხეთს.

“დინ სტუდიო” 2007 წელს დაარსდა იმ იდეით, რომ საქართველოში კომიქსების კულტურა განვითარებულიყო. გამომცემლობა მარველის კომიქსების ოფიციალური წარმომადგენელია. 2007 წლის შემდეგ გამოსცეს ადამიანი ობობას სერიები “სხვა”.

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა 'ბალადა ვეფხისა და მოყმისა'

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა ‘ბალადა ვეფხისა და მოყმისა’

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა ‘ბალადა ვეფხისა და მოყმისა’

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა ‘ბალადა ვეფხისა და მოყმისა’

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა ‘ბალადა ვეფხისა და მოყმისა’

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა ‘ბალადა ვეფხისა და მოყმისა’

დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა
დინ სტუდიოს გრაფიკული ნოველა ‘ბალადა ვეფხისა და მოყმისა’

მასალების გადაბეჭდვის წესი