აფიშახელოვნება

“ჩინეთის თავისებურებანი – ტრადიციის კულტურა” – ლექცია მწერალთა სახლში

20 თებერვალი, 2015 • • 1471
“ჩინეთის თავისებურებანი – ტრადიციის კულტურა” – ლექცია მწერალთა სახლში

მწერალთა სახლის ცნობით, საუბარი შეეხება კულტურის სხვადასხვა ასპექტებს, რომელიც წარმოაჩენს ტრადიციისადმი ჩინეთისათვის დამახასიათებელ დამოკიდებულებას.

 

ლექციის ძირითადი ამოცანაა ჩინური მსოფლმხედველობის ზოგადი და ძირეული მხარეების წარმოჩენა, რაც თავის კონკრეტულ გამოვლინებებს ნახულობს სრულიად განსხვავებულ სფეროებში: პოლიტიკურ თუ მხატვრულ საქმიანობაში. ლექციაზე შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა ისტორიის პერიოდიზაცია, ფილოსოფიურ-სოციალური მოძღვრებები, სწავლულის ფიგურა ჩინურ ტრადიციაში, დამწერლობის თავისებურებები, ფუნჯის ხელოვნება. გარდა ამისა, საუბარი იქნება იმაზეც, რამდენად შეგვიძლია უცხო კულტურის წარმომადგენლებს აღვიქვათ ჩინური ხელოვნება და რა კავშირია ძველ, ტრადიციულ ჩინეთსა და თანამედროვე ჩინეთს შორის.

ლექციის მიზანია ზოგადი წარმოდგენის შექმნა ჩინეთის თავისებურებებზე.

მწერალთა სახლი
მწერალთა სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი