კინოხელოვნება

სამინისტრო: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ქართველი მსახიობები “ოსკარის” ცერემონიას დაესწრონ

19 თებერვალი, 2015 • • 1321
სამინისტრო: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ქართველი მსახიობები “ოსკარის” ცერემონიას დაესწრონ

სამინისტრო აცხადებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობების სტამბოლის აეროპორტში შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულ ირაკლი ასაშვილს ესაუბრა.

 

სამინისტროს ცნობით, გენერალური კონსული უკვე დაუკავშირდა ქართველ მსახიობებს.

 

“სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და მსახიობები უმოკლეს დროში გაემგზავრონ დანიშნულების ადგილზე”, – წერია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

ოსკარის დაჯილდოების ცემრემონიაზე დასასწრებად მიმავალი ქართველი მსახიობები სტამბულის აეროპორტში შეჩერდნენ, რადგან დიდთოვლობის გამო ფრენები გადაიდო. 

 

ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონული კოპროდუქცია “მანდარინები” ამერიკის კინოაკადემის დაჯილდეობის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშია ნომინირებული.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი