ხელოვნება

რას გულისხმობს “კულტურა 2025”

30 იანვარი, 2015 • • 1280
რას გულისხმობს “კულტურა 2025”

შეხვედრა, რომელსაც კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საპატრიარქოს წარმოამდგენლები ესწრებიან, სასტურმოში – „თბილისი მარიოტი“ 10 საათზე დაიწყო და 17 საათამდე გაგრძელდება.

 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კონფერენციაზე წარმოადგენენ კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც გახდება  კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე სამუშაო დოკუმენტი. მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის განმარტებით, კონფერენციის მისასალმებელი ნაწილის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილეები სამუშო ჯგუფებში გადანაწილდებიან.

 

სამინისტროს განმარტებით, გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარებული შევხდრის შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები.

 

სამინისტროს განმარტებით, უკვე შემუშავებულია კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2015) და სტრატეგიის გახორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017), რომლებსაც საქართველოს მთავრობა 2015 წლის ბოლოს დაამტკიცებს.

 

კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე კოორდინაციის მიზნით, სამინისტრო აცხადებს, რომ შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის საქმიანობას კულტურის სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სამმართველო წარმართავს.

 

კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომელმაც აღნიშნა, რომ კულტურას ევროკავშირისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხელს უწყობს ზრდას და დასაქმებას.

 

„შემოქმდებითობა ხელს უწყობს სოციალურ ერთობასა და ტენოლოგიურ ინოვაციებს“, – განაცხადა ელჩმა.

 

იანოშ ჰერმანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კულტურის კონცეფციაზე მუშაობის დროს სამინისტრომ უნდა დააბალანსოს ეკონომიკის, ბიზნესისა და კულტურის ინტერესები. 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კულტურის ათწლიანი სტრატეგია მოიაზრებს პროცესს, როდესაც მთლიანად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ჩართულობით, თუ რა არის ის პრობლემები, რაც კულტურის სფეროში არსებობს და გამოინახოს კონკრეტული გზები მათ გადასაჭრელად.

 

კითხვაზე, თუ რა არის პრობლემა კულტურის სფეროში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამას კონფერენციის შემდეგ შემქნილი სამუშაო ჯგუფები ( კულტურული მემკვიდროება, ხელოვნება, შემოქმედებითი ინდუსტრიები) გამოავლენს. ჯგუფებში მოხდება კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება, ამბობს ლევან ხარატიშვილი.

 

კონფერენცია კულტურა 2025
კონფერენცია კულტურა 2025

„დღეს არ ვსაუბრობთ უშუალოდ დოკუმენტზე, არამდ როგორ დაიწერება ეს დოკუმენტი, როგორ ექნება საშუალება ნებისიერ მოქალაქეს ამ პროცესში იყოს ჩართული,“- განაცხდა მინისტრის მოადგილემ.

 

ლევან ხარატიშვილმა განმარტა, რომ 2013 წელს კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა კულტურის სტრატეგიის კონცეფცია, თუმცა ის არ ყოფილა გამჭვირვალედ შემქნილი:

 

“ადრე იყო მცდელობა, რომ შემუშავებულიყო აღნიშნული დოკუმენტი, შემუშავდა კიდეც კონცეფცია, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ საზოგადოება არ იყო ჩართული ამ პროცესში”, – განაცხადა მინისტრის მოადგლემ.

 

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა კი არა არის თვითმიზანი, არამედ სტრატეგიის შემუშავების გამჭვირვალე და ინკლუზიური გარემოს შემქნა.

 

“საკმარისია გადავხედოთ განვითარებუული ქვეყნები მაგალითს, დავინახავთ, რომ მწყობრი და ადეკვატური კულტურის პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს მათ წარმატებაში”, – განაცხადა მინისტრმა.

 

თუმცა სწორედ კულტურის პოლიტიკას უწუნებს კულტურის სამინისტროს აქტივისტების ჯგუფი, რომელიც აქციას მართავდა კონფერენციის მსველობის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი