ხელოვნება

1916-1918 წლებში გერმანიაში ჩაწერილი ქართული სიმღერების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

22 იანვარი, 2015 • • 1378
1916-1918 წლებში გერმანიაში ჩაწერილი ქართული სიმღერების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

წიგნი შეეხება ჩაწერის ისტორიას, გვაწვდის საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილ ინფორმაციას ქართველ მომღერლებზე, კომენტარებს სიმღერებზე და მათი ტექსტებს შინაარსს. კრებულს თან ახლავს ორი კომპაქტ-დისკი, რომელშიც შესულია ბერლინის ფონოგრამ-არქივში დაცული ქართველი ტყვეების 90 სიმღერიდან 65 აუდიონიმუში და წერილობითი დოკუმენტები.

 

ზეპირი მეტყველებისა და ხალხური სიმღერების ნიმუშები შეკრებილია 1915 – 1918 წლებში გერმანიის ტყვეთა ბანაკებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანების, მათ შორის, ქართველების შესრულებით, რომელიც პრუსიის ფონოგრაფიულმა კომისიამ ჩაიწერა.

 

წიგნი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივისა თანაშრომლობით გამოიცა.

 

პრეზენტაცია-კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ ანჩისხატი, ბასიანი, სახიობა, დიდგორი, შავნაბადა და ძირიანი. შემსრულებლები გააცოცხლებენ ქართველ ტყვეთა ნამღერ ნიმუშებს.

ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916 - 1918 წლებში
ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916 – 1918 წლებში

მასალების გადაბეჭდვის წესი