ხელოვნება

კანის 68-ე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის ძმები კოენები უხელმძღვანელებენ

20 იანვარი, 2015 • • 2365
კანის 68-ე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის ძმები კოენები უხელმძღვანელებენ

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟიურის ორი ადამიანი უხელმძღვანელებს. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2015 წელი კინოში ერთად მომუშავე ცნობილი ძმების საქმიანობის ხაზგასმას დაეთმობა, რადგან კონემატოგრაფის გამოგონებიდან 120 წელი გავიდა, ხოლო კინემატოგრაფის გამოგონება ძმებ ლუმიერებს უკავშირდება.

ძმებმა კოენებმა კარიერის განმავლობაში საკუთარი ფილმები კანის საერთაშორისო ფესტივალზე 9-ჯერ წარადგინეს. მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო 1991 წელს მიიღეს ფილმისთვის “Barton Fink”, ხოლო საუკეთესო რეჟისორობისთვის პრიზი 1996 წელს გადაეცათ ფილმისთვის “ფარგო” და 2001 წელს ფილმისთვის “The Man Who Wasn’t Тhere”, 2013 წელს ფესტივალის გრანპრი მიიღეს ფილმისთვის “ლოუენ დევისის შიგნით”.

კანის 68-ე საერთაშორის ფესტივალი 13 მაისს გაიხსნება და 24 მაისამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ჟიურის წევრების შესახებ და ფესტივალის პროგრამა აპრილში გამოქვეყნდება.

 

ჯოელ და ითან კოენები , © EPA 15 .10. 2013.
ჯოელ და ითან კოენები , © EPA 15 .10. 2013.

მასალების გადაბეჭდვის წესი