კინოხელოვნება

ზაზა ურუშაძეს აეროპორტში მანდარინებით დახვდნენ

17 იანვარი, 2015 • 1924
ზაზა ურუშაძეს აეროპორტში მანდარინებით დახვდნენ

დახვედრა ოსკარზე ნომინირებული ფილმის რეჟისორთან. თბილისი, 17 იანვარი, 2015 წელი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
დახვედრა ოსკარზე ნომინირებული ფილმის რეჟისორთან. თბილისი, 17 იანვარი, 2015 წელი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

 

კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის – „უგულშემატკივრე მანდარინებს ოსკარზე’’ ფარგლებში, მონაწილეებმა აეროპორტში შეკრებილებს კალათებით მანდარინები დაურიგეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორ ზაზა ურუშაძეს მინისტრის სახელით სიმბოლური საჩუქარი – დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა.

 

კინოაკადემია უცხოენოვნი ფილმის კატეგორიაში ნომინანტების შერჩევის პროცესს ორ ეტაპად ყოფს, თავდაპირველად აკადემიამ 83 ფილმიდან შეარჩია 9 ფილმი, ხოლო აღნიშნული შორთ ლისთიდან საბოლოოდ მხოლოდ 5 ფილმი შეირჩა. მათ შორისაა ზაზა ურუშაძის “მანდარინები”, რომელიც საქართველო-ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია, მაგრამ ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა.

 

“მანდარინები” 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება.


შორთლისტში ასევე მოხვდა ფილმი საქართველოდან, გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”, რომელიც  ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინების” მსგავსად აფხაზეთის თემას ეთმობა, თუმცა “სიმინდის კუნძული” ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა.

 

ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. ოსკარის ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში მსახიობები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ. თბილისი, 17 იანვარი, 2015 წელი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
ზაზა ურუშაძეს თბილისის აეროპორტში მსახიობები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ. თბილისი, 17 იანვარი, 2015 წელი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორს დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა. თბილისი, 17 იანვარი, 2015 წელი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორს დეკორატიული მანდარინის ხე გადასცა. თბილისი, 17 იანვარი, 2015 წელი. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი