ხელოვნება

თამარ ივერის კონცერტი – “ხელოვანი ხალხი წინააღმდეგი ვართ ძალადობის” [ვიდეო]

11 დეკემბერი, 2014 • • 1652
თამარ ივერის კონცერტი – “ხელოვანი ხალხი წინააღმდეგი ვართ ძალადობის” [ვიდეო]

ღონისძიებაში, რომელიც დღეს, 20 საათზე დაიწყო, თამარ ივერის გარდა მისი მეგობრები- გიორგი გაგნიძე, ირაკლი კახიძე და სოფია მოზერი მონაწილეობდნენ. საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ჩამოყალიბდა სოპრანო თამარ ივერის თაოსნობით. ფონდის აცხადებს, რომ მისი მიზანია ყველა ტიპის ძალადობის მსხვერპლთა დაცვა.

 

თამარ ივერმა კონცერტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის თემა იმიტომ მიუძღვნა 10 დეკემბერს გამართულ კონცერტს, რომ ქალთა გახშირებულმა მკვლელობებმა ყველა ტიპის ძალადობა გადაფარა.

 

“ძალიან ვწუხვარ, რომ ასე წამოყო თავი ამ პრობლემამ ბოლო წლებში. შესაძლოა მანამდეც იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ალბათ ეს მიუთითებს მამაკაცის ნაკლებ რეალიზებას თავისი თავის, რადგან თვლიან, რომ ცხოვრებაში ვერ არიან რეალიზებული, გადააქვთ თავიანთი ბრაზი მეუღლეებზე. სწორედ მათ თავშესაფარს დაეხმარება კონცერტი, სადაც ისინი თავიანთი მცირეწლოვანი ბავშვებით არიან”, – განაცხადა თამარ ივერმა.

 

თამარ ივერი ამბობს, რომ მისი ფონდი გააგრძელებს არა მარტო ოჯახური ძალადობისგან დაზარალებული ქალების მხარდაჭერას, არამედ გაემიჯნება ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციას, დაიცავს ცხოველების უფლებებს.

 

“ყველას ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ, ხელოვანი ხალხი, წინააღმდეგი ვართ ძალადობის და კერძოდ, თამარ ივერი. ცოტა არ იყოს, ისე წარმოისახა ბოლო წელიწადი ჩემი პიროვნება უარყოფით კონტექსტში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, თავად ყოველთვის ვილაშქრებდი და მანამდეც ორი, სამი და ოთხწი წლის წინაც, ძალადობისგან, როგორც დღეს”, -ამბობს სოპრანო. 

 

თამარ ივერი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა ლგბტ თემის წევრებისა და მისი მხარდამჭერების პროტესტს, რომელიც მოყვა სოპრანოს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებებს. 2013 წლის 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეების ქმედება თამარ ივერმა დაგმო და ლგბტ ადამიანები “ფეკალურ მასებს” შეადარა. თუმცა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

 

მოქალაქეების პროტესტის გამო თამარ ივერისა და საოპერო კომპანია “ოპერა ავსტრალიას” შორის თანამშრომლობა ჩაიშალა. სოციალური ქსელის წევრები კომპანიას სთხოვდნენ, რომ ჰომოფობ მომღერალთან კომპანიას საქმე არ უნდა დაეჭირა.

თამარ ივერი
თამარ ივერი

მასალების გადაბეჭდვის წესი