კინოხელოვნება

ტალინის კინოფესტივალის ფოკუს-ქვეყანა მომავალ წელს საქართველო იქნება

3 დეკემბერი, 2014 • • 1308
ტალინის კინოფესტივალის ფოკუს-ქვეყანა მომავალ წელს საქართველო იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ ფესტივალის დირექტორმა ტიინა ლოკმა ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეა ახვლედიანს, PÖFF-ის ტრადიციისამებრ, ფოკუს-ქვეყნის სიმბოლო – კინოფესტივალის კელაპტარი გადასცა.

 

კელაპტარი საქართველომ პოლონეთისგან მიიღო. დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ელჩმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებულ ისტორიულად თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, ერთიანი ევროპული ფასეულობების პატივისცემის და ბალტიის ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობას, აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ტალინის კინოფესტივალი პირველად 1997 წელს შედგა. წელს ტალინის კინოფესტივალს ფილმის პროდიუსერთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის (FIAPF) მიერ „საკონკურსო ფილმების ფესტივალის“ სტატუსი მიენიჭა (Competitive Feature Film Festivals).

 

კინოფესტივალის მიზანია წარმოაჩინოს ყველა კინოს ყველა ჟანრი და ყველა ქვეყანა. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მხატვრული, ანიმაციური, სტუდენტური და საბავშო ფილმების პროგრამებს. ფესტივალის მისიაა ესტონეთის აუდიტორიას ამომწურავად გააცნოს მსოფლიოს კინემატოგრაფი თავისი მრავალფეროვნებით და გამართოს დიალოგი აუდიტორისა და რეჟისორებს შორის.

საქართველოს ელჩს ესტონეთში გადაეცა ტალინის კინოფესტივალის კელაპტარი
საქართველოს ელჩს ესტონეთში გადაეცა ტალინის კინოფესტივალის კელაპტარი

მასალების გადაბეჭდვის წესი