ხელოვნება

12 ოქტომბერს კრის ბოტი თბილისში ჩამოდის

11 ოქტომბერი, 2014 • • 1610
12 ოქტომბერს კრის ბოტი თბილისში ჩამოდის

 კრის ბოტი კომპანიის  პრეზიდენტ გია ანდღულაძესთან, პაატა ბურჭულაძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ,,არტპალასის შენობას კვირას, 18 საათზე გახნის.

 

სახელოვნებო ინდუსტრია ,,არტპალასში” გაერთიანებულია 7 ბიზნესმიმართულება: სარეკლამო სააგენტო, ივენთჯგუფი, ხმის ჩამწერი სტუდია, ფროდაქშენი, ტურისტული სააგენტო, სახელოვნებო კოლეჯი, არტკაფე.

 

“არტპალასის” განცხადებით, ამ ცენტრისთვის სპეციალურად აიგო უახლესი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვილი ათსართულიანი შენობა. საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი.

კრის ბოტი თბილისში
კრის ბოტი თბილისში

,,არტპალასის მიზანია საქართველოს კულტურული ცხოვრების ახლებური განვითარება,  შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირი, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვება.

 

“ატრპალასი აცხადებს, რომ აპირებს საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, მსოფლიოში აღიარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, ასევე -განათების მხატვართა, ხმის რეჟისორთა, წამყვანთა და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადებას, ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირებას და ახალგაზრდა თაობისათვის შემოქმედებითი ცენტრის შექმნას

 

მისამართი:   კომპანია „არტპალასი“  –  გ. სააკაძის II  შესახვევი (ვახუშტის ხიდთან)

მასალების გადაბეჭდვის წესი