ხელოვნება

ამერიკელმა მხატვარმა ოპტიკური ლინზებით საქართველოს დროშა შექმნა

9 ოქტომბერი, 2014 • • 3165
ამერიკელმა მხატვარმა ოპტიკური ლინზებით საქართველოს დროშა შექმნა

დევიდ დათუნა არის ამერიკელი მხატვარი, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატი. თავის შემოქმედებაში იგი კონცეპტუალური ხელოვნების სტილზეა ორიენტირებული.

 

„ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო კეთილგონიერ, ჭკვიანურ წამოწყებას ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს, საქართველოში – ქვეყანაში, სადაც დავიბადე, რომელიც მიყვარს და რომელზეც ვწუხვარ. საქართველოში მრავლადაა პრობლემები და პასუხგაუცემელი კითხვები როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ აშკარად იკვეთება ჯანსაღი, სწორი ტენდენციები. ჩემი დროშა – ეს არის ჩემი ხარკი ქართველი ერისათვის“, – ამბობს მხატვარი.

 

დევიდ დათუნას თქმით, მისი ნამუშევარი დასრულების პირასაა და საქართველოში მალე ჩამოვა. დროშა საქართველოს მთავრობას გადაეცემა. ნამუშევრის საჯარო გამოფენა საქართველოში მოეწყობა თუმცა, როდის და სად, ჯერ დადგენილი არ არის.

 

დევიდ დათუნა წარმოშობით საქართველოდანაა, დაიბადა 1974 წელს თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება, აცხადებს დევიდ დათუნა.

 

მხატვარი დევიდ დათუნა მის მიერ შესრულებული
მხატვარი დევიდ დათუნა მის მიერ შესრულებული 'საქართველოს დროშის' ფონზე

 

დევიდ დათუნა ნამუშევარზე „ამერიკის პორტრეტი“ მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდა Google-თან. „ამერიკის პორტრეტი“ – ეს არის ლინზებით შესრულებული აშშ-ის დიდი ზომის დროშა, რომელიც ფარავს გამოსახულებას და მას მრავალგანზომილებიანად აქცევს.

 

Google Glass-თან ერთად მაყურებელი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება, აცხადებს მხატვარი, რადგან დროშა თავის აუდიტორიასთან ურთიერთობს Glass-ის ეკრანის საშუალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი