ხელოვნება

ახალი აღმოჩენა ლეონარდო და ვინჩის შესახებ

30 სექტემბერი, 2014 • • 1819
ახალი აღმოჩენა ლეონარდო და ვინჩის შესახებ

პასკალ კოტი სამი წელი მუშაობდა შუქის უკუქმედების ტექნიკაზე, რომელიც ნახატის “The Lady with an Ermine” შესასწავლად გამოიყენა. ფრანგი მეცნიერის კვლევამ აჩვენა, რომ პირელად ლეონარდო და ვინჩიმ  ქალის პორტრეტი ცხოველის გარეშე დახატა, მეორე ვერსიით კი, ცხოველს სხვაგვარი ბეწვი ჰქონდა ნახატის საბოლოო ვერსიასთან შედარებით.

ის მეცნიერები, ვინც ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებას იკვლევენ, ამბობენ, რომ აღმოჩენა ნახატის ისტორიის შესახებ ახალ კითხვებს ბადებს.

ტექნიკას, რომელიც პასკალ კოტმა გამოიყენა, შრის გაფართოების მეთოდი (LAM) ეწოდება. ამ მეთოდით ინტენსიური განათების სხვადასხვა სერიის ნახატზე პროექტირება ხდება, რის შედეგადაც შესაძლებელია იმ რეკონსტრუქციის დანახვა, რაც ნახატის შრეებს შორის არსებობს.

ლეონარდო და ვინჩიმ  “The Lady with an Ermine”  სავარაუდოდ 1489 ან 1490 წელს დახატა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი