აფიშახელოვნება

„მოიტანე ბედნიერება“ თბილისის თეატრალურ ფესტივალზე

22 სექტემბერი, 2014 • • 1139
„მოიტანე ბედნიერება“ თბილისის თეატრალურ ფესტივალზე

ბრიტანული თეატრალური კომპანიის თვალით დანახული ქართული ბედნიერება

23, 24 25 სექტემბერი

 დასაწყისი: 20:00 სთ

კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

მისამართი: აღმაშენებლის გამზ. № 182

 

წარმოდგენა, რომელიც კახა ბაკურაძის ბოძრაობის თეატრში (დავით აღმაშენებლის  № 182) გაიმართება, გვთავაზობს თბილისის ბედნიერების რუკას, რომელსაც სპექტაკლის მონაწილე მსახიობები და მუსიკოსები ადგენენ იმ ისტორიებით, რაც ბედნიერებას უკავშირდება.

 

რეალური მოგონებები და ამბები სპექტაკლის მუსიკასა და ტექსტშია გამოყენებული. ამ სპექტაკლში თბილისს და თბილისელებს სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული კუთხით დაინახავთ.

 

სპექტაკლზე მისული მაყურებლები მრგვალ მაგიდებს შემოუსხდებიან, ცოტა სასმელით და ცოტა გასართობი სათამაშოებით, გამორჩეულად კარგი მუსიკითა და ისტორიებით, რაც სხვა რეალობაში გადაიყვანს მათ მსახიობებთან და მუსიკოსებთან ერთად.

 

ბრიტანელი მსახიობები რამდენიმე დღით ადრე ხვდებოდნენ თბილისის მოქალაქეებს; სპექტაკლზე კი ისინი მოყვებიან, ვის შეხვდნენ და რა ისტორიებში იცხოვრეს ეს რამდენიმე დღე; ვინ მოხიბლა თავისი ბედნიერი მოგონებით; ვის და თბილისის რომელ ქუჩას უკავშირდება სიხარულის ეს ისტორიები.

 

მაყურებელს ელოდება ცოცხლად შესრულებული მუსიკა და დაუვიწყარი ვალსი.

 

გაინტერესებთ თბილისში სად, რომელ ადგილას დაისვა ყველაზე მეტი დროშა –  ანუ სად იყო ყველაზე მეტი ადამიანი ბედნიერებისა და სიხარულის განსაკუთრებული შეგრძნებით?  ნახეთ სპექტაკლი ,,მოიტანე ბედნიერება’’ 23, 24 და 25 სექტემბერს.  

 

ბრიტანული პრესა წარმოდგენის შესახებ:

„…. შეუდარებლად გამომგონებლური/საზრიანი… “ (Coventry Telegraph სპექტაკლის შესახებ),

„…პრემიერ-მინისტრზე ერთი ნაბიჯით წინ/პროგრესული…“ ( Yorkshire Post სპექტაკლის შესახებ)

„… ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბენდი ბრიტანეთის საუკეთესო  ხუთეულში ცოცხალი შესრულებით …“ (The Independent ბენდის  „იმედი და სოციალური“ შესახებ)

 

 კომპანიის შესახებ

მოიტანე ბედნიერება არის ბრიტანული თეატრალური კომპანიის „უხილავი ჯგუფი“ ინოვაციური პროექტი, რომელიც კომპანიასთან „იმედი და სოციალური“ თანამშრომლობით განხორციელდა.

სპექტაკლის მონაწილე მსახიობები და მუსიკოსები როგორც ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგროვებენ საინტერესო ისტორიებს და მოგონებებს. მსურველებს სამგანზომილებიან რუკაზე გადააქვთ თავიანთი ისტორიები, რომლებსაც მსახიობები ინტერაქტიული და ცოცხალი წარმოდგენის სახით განასახიერებენ მაყურებლის წინაშე. ეს მოგონებები მოიცავს ყველანაირ ემოციას ბედნიერებას თუ უბედურებას, ჭირს თუ ლხინს.

 

ბრიტანეთის საბჭო და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან თანამშრომლობით ქართველ მაყურებელს თანამედროვე ბრიტანულ კომპანიებს აცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი