კინოხელოვნება

“ჯინ, თავისუფალი ხარ” – კინოაკადემია რობინ უილიამსის გარდაცვალებას ეხმიანება

12 აგვისტო, 2014 • • 1422
“ჯინ, თავისუფალი ხარ” – კინოაკადემია რობინ უილიამსის გარდაცვალებას ეხმიანება

 

რობინ უილიამსმა კომაპანია “დისნეის” მიერ 1992 წელს შექმნილი ანიმაციური ფილმის “ალადინი”  ერთ-ერთი პერსონაჟი, ლამპარში გამომწყვდეული ჯინი გაახმოვანა.  

 

ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი 12 აგვისტოს  ჩრდილოეთ კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვალილი. პოლიციის წინასწარი ვერსიით 63 წლის უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა.

 

მსახიობის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც გამოეხმაურა:

 

„ის გვაცინებდა. ის გვატირებდა. ის ადამიანის სულის ყველა სიღრმეს მიწვდა”,- განაცხადა ობამამ. 

 

რობინ უილიამსის ყველაზე ცნობილი როლებია ფილმებში – “მკვდარი პოეტების საზოგადოება” და “დილა მშვიდობისა, ვიეტნამო”, ხოლო ოსკარი მიიღო ფილმში – “ჭკვიანი უილ ჰანტინგი” შესრულებული როლისთვის.

 

უილიამსის პუბლიცისტის განცხადებით, მსახიობი ბოლო პერიოდში დეპრესიას ებრძოდა. წარსულში მსახიობი ხშირად საუბრობდა და კიდეც ხუმრობდა, თუ როგორ უმკლავდებოდა ალკოჰოლსა და მედიკამენტებზე დამოკიდებულებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი