ხელოვნება

სააგენტომ დართლოს, ვარძიის, მუცოსა და ჩაჟაშის რეაბილიტაცია დაიწყო

31 ივლისი, 2014 • • 1583
სააგენტომ დართლოს, ვარძიის, მუცოსა და ჩაჟაშის რეაბილიტაცია დაიწყო

პროექტის პრეზენტაცია კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ წასასტუმრო “რედისონში” მოაწყო. პრეზენტაციას კულტურის, სოფლი მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პროექტი მუცოს, დართლოს, ჩაჟაშისა და ვარძიის რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ოთხი პროექტი მასშტაბით, სირთულითა და მნიშვნელობით ძეგლთა დაცვის სფეროს “გრანდიოზული” პროექტებია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა, განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროექტები მთის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და იქ ცხოვრების გამოცოცხლების საწინდარი გახდება:

“მჯერა რომ ერთად გადავარჩენთ ჩვენს უნიკალურ საგანძურს და ერთად გადავარჩენთ მთას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდროების დაცვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია:

“კულტურული მემკვიდრეობის სეგმენტი არის ის, რაც ეროვნულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს პროექტები გაზრდის მაღალმთიამი ტურიზმის განვითარებას და დამატებით შემოსავალს მოუტანს ადგლობრივ მოსახლეობას”. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მუცო 30-მდე ნაგებობას: ციხე-სახლებს, კოშკებს, წმინდა გიორგის სალოცავს, ეკლესიასა და რამდენიმე ათეულ საგვარეულო აკლდამას აერთიანებს. ამ დროისათვის მუცოში რესტავრატორები პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ. 

სააგენტოს განცხადებით, მუცოში მიმდინარეობს ელემენტარული ყოფითი გარემოს შექმნა, საშენებლო მოედნისა და ბაგირგზის მოწყობა, უკვე დაწყებულია ფოქალი ქვის დამზადება-დასაწყობება და ობიექტზე ეტაპობრივი ტრანსპორტირება. ნიკა ანთიძე იმედოვებს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე მუცოს რეაბილიტაცია დაიწყება. 

ნუკა ანთიძის თქმით, მუცოს რეაბილიტაციას დასჭირდება 4 წელი. ხოლო იქამდე სანამ ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყება, აუცილებელია დაზიანებული კოშკების გამაგრება, რადგან შესაძლოა მათ ზამთარი ვერ გადაიტანონო. 

 

მუცოს ციხე-ქალაქი. 2014 წლის მაისი. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
მუცოს ციხე-ქალაქი. 2014 წლის მაისი. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

სააგენტოს მუცოში მუზეუმ-ნაკრძალის შემქნა აქვს გადაწყვეტილი, რომელიც ხევსურეთის კულტურულ-საგანმანათლებლო-საინფორმაციო ცენტრი გახდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ მუცოს მნახველების რაოდენობა გასამმაგდება. 

რაც შეეხება თუშეთში მდებარე დართლოს, მისი აღდგენის მიზნით, სააგენტომ მოამზადა 35 ცალკეული პროექტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული სახლის განახლების მეთოდი საძირკვლიდან გადახურვამდე. სააგენტო აცხადებს, რომ განადგურებული ხის კონსტრუქციების – აივნები და ბანები ტრადიციული მასალის გამოყენებით აღდგება. 

სააგენტოს ცნობით, დართლოს რეაბილიტაცია წინა წლებში არასწორდ დაიწყო წინა რის გამოც იგი შეჩერდა.  სააგენტო გეგმავს, რომ წლის ბოლომდე კიდევ 25 სახლის პროექტირება დაასრულოს და მომავალი წლიდან დართლოს სრული რეაბილიტაცია დაიწყება. 

შესრულებული პროექტები უკვე გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დართლოს გადარჩენისა და განვითარების პროეტქს განახორციელებს. 

ზღვის დონიდან ყველა მაღლა მდებარე სოფელი ევროპაში ჩაჟაში იუნესკოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ნუსხაშია შეტანილი. იგი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელსა და 10-ზე მეტ დამხამრე ნაგებობას. 

სააგენტოს განცხადებით, ჩაჟაშის აღდგენის პროექტი უკვე შეთანხმებული და მოწონებულია იუნესკოს მიერ. წელს დადგეგმილია ერთ მაჩუბის აღდგენა და უნდა მომზადდე ახალი მუზეუმის პროექტი, რომელიც ვაჟაშში დაიდებს ბინას. სააგენტოს განცხადებით, ჩაჟაშის სრული კონსერვაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. 

რთულ მდგომარეობაში მყოფი ვარძია გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, რადგან ამ ძეგლზე მიმდინარეობს ქვათა ცვენა. ამ ეტაპზე ვარძიაში მიმდინარეობს ფრესკების გადარჩენის პროგრამა. კურტოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ უძველესი ფრესკების რთულ კვლევით-დიაგნოსტიკურ სამუშაოზე, რომლის დასკვნა საფუძველი გახდება ვარძიის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოების ზუსტი მეთოდოლოგიის განსაზღვრისა და დაწყებისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი