ხელოვნება

შავი ზღვის ჯაზფესტივალი KOOL AND THE GANG-მა გახსნა [ფოტო/ვიდეო]

25 ივლისი, 2014 • 1145
შავი ზღვის ჯაზფესტივალი KOOL AND THE GANG-მა გახსნა [ფოტო/ვიდეო]

კონცერტი ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართა. ჯაზის, სოულის, ფანკის, რიტმ-ენდ-ბლუზის სტილის შემსრულებელი ჯგუფი  მაყურებლის წინაშე საათნახევრიანი რეპერტუარით წარსდგა. სხვა მისიკალურ ნომრებთან ერთად  ჯგუფმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტიც „CHERIS LIVE“ შეასრულა.

 

რობერტ ‘ქულ’ ბელი / Robert ‘Kool’ Bell – ბასგიტარისტი; Lavell Evans – ვოკალისტი; Shawn McQuiller – ვოკალისტი

 

 

ჯაზფესტივალი 27 ივლისამდე გაგრძელდება და იტალიელი მომღერლის მარიო ბიონდის / MARIO BIONDI კონცერტით დასრულდება.

 

 

25 ივლისს კი ჯგუფ „ნიუ ფაუვერ ჯენერეიშენის“ / The NPG Hornz კონცერტია დაგეგმილი, რომელიც ტენისის კორტებზე, საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.

 

ჯაზფესტივალზე დასწრება ფასიანია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბათუმში სასტუმრო “ინტურისტსა” და კლუბ „Take Five“-ში.

 

ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტის გარდა, ბენდი „MAN IN BRASS“ სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს.

 

„შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ კომპანია “ისთერნ პრომოუშენის” / Eastern Promotion ორგანიზებითა და აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, „კავკასუს ონლაინისა“ და „საუნდსითის“ მხარდაჭერით ტარდება.

 

შავი ზღვის მერვე ჯაზფესტივალი

 

 

Lavell Evans და Robert ‘Kool’ Bell

 

 

Lavell Evans – ვიკალისტი

 

 

კურტის ვილიამსი / Curtis Williams – კლავიშისტი

 

 

 

 

 

 

Shawn McQuiller – ვოკალისტი

 

 

 

 

 

 

 

 

KOOL AND THE GANG – კონცერტის დასასრულისას

მასალების გადაბეჭდვის წესი