ხელოვნება

კახა კანდელაკი: კულტურის მინისტრობა შემომთავაზეს

23 ივლისი, 2014 • • 3133
კახა კანდელაკი: კულტურის მინისტრობა შემომთავაზეს

“შემოთავაზება ნამდვილად იყო. დღეს უნდა გადაიწყვიტოს ალბათ. რას გადავწყვყიტავ არ ვიცი. თუ ჩემი გუნდით, პირობებით და შევძლებთ კარგი სიტუაცია დავატრალოთ ქვეყანაში, შეიძლება დავთანხმდე”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს კახა კანდელაკმა. 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ დღეს დაასახალებს კულტურის მინისტრობის კანდიდატს, ხოლო კახა კანდელაკისთვის მინისტრობის შეთავაზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

 

კახა კანდელაკი არის easterpromotions-ის დამფუძნელებელი და მარკეტინგის დირექტორი. კომპანია თბილისსა და ბათუმში ჯაზფესტივალებსა და სხვადასხვა კონცერტს ატარებს. 

 

შპს “ისტერნ პრომოუშენმა” სოლიდური თანხები მიიღო კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდნ 2012 წელს. ორგანიზაციას კულტურის სამინისტრომ 1 356 800 ლარი ჩაურიცხა ახალციხეში კონცერტისთვის; 460 ათასი ევრო – ბათუმში ჯაზ-ფესტივალისთვის, 207 298 დოლარი – 26 მაისს კონცერტის ორგანიზებისთვის, 90 ათასი ლარი – თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ჩიკ კორეას მონაწილეობისთვის, 57 817 დოლარი – კაროლინა კემპბელისთვის.

 

ირაკლი ღარიბაშვილმი 7 მინისტრი 21 ივლისს დაითხოვა, მათ შორის კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია. სხვა 6 მინისტრის შემცვლელი პრემიერმა გუშინ დააასახელა, ხოლო კუტლრუის მინისტრობის კანდიდატი ჯერ უცნობია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი