აფიშახელოვნება

პროექტი „მისი სახლი“ უსახლკარო, მარტოხელა დედების მხარდასაჭერად

16 ივლისი, 2014 • • 1528
პროექტი „მისი სახლი“ უსახლკარო, მარტოხელა დედების მხარდასაჭერად

პროექტის ფარგლებში გაიმართება  ინტერიერის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, შეგროვებული თანხა კი მთლიანად მოხმარდება უსახლკარო მარტოხელა დედებს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ყოფილი კარდეოლოგიის ინსტიტუტში, არიან მრავალმხრივ დისკრიმინირებული და ყოველდღე იმყოფებიან გამოსახლების რისკის ქვეშ. ზოგიერთ მათგანს მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება ინსტიტუტის შენობის უკანონოდ დაკავების გამო. 

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი ექსპონატებით, რომლებიც შეგროვდა კერძო შემოწირულობების საფუძველზე  და სხვადასხვა პირების პირადი ინიციატივით, მოეწყობა „გამოფენა-ოთახი“, სადაც ყველა ნივთი გაიყიდება. საკუთარი სახლისთვის შეძენილი ნივთისთვის გაღებული თანხით მყიდველი შეძლებს დაეხმაროს მათ, ვისაც საკუთარი ოთახი არ გააჩნია.

 

პროექტის მიზანია შეგროვდეს თანხა, რაც დაეხმარება მარტოხელა დედებს მათივე საჭიროებიდან გამომდინარე განივითარონ პროფესიული უნარები, სამომავლოდ კი დაძლიონ სიღარიბე და  გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები.

გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით.

 

პროექტი მისი სახლი
პროექტი მისი სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი