ხელოვნება

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

14 ივლისი, 2014 • • 2380
თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

მოზარდმაყურებელთა თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე 14-29 აგვისტოს სპექტაკლით „ქაღალდის წვიმა“ წარდგება. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი 2011 წლის თეატრალური პრემია „ დურუჯის“ მფლობელია საუკეათესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში.  

 

“ქაღალდის წვიმა” ედინბურგში სახეშეცვლილი წარდგება. აღნიშნულ სპექტაკლს არ აქვს ენობრივი და ასაკობრივი ბარიერი. მისი ნახვა შეუძლია როგორც ბავშვებს, ასევე, უფროსი თაობის მაყურებელს, ქართველსაც და უცხოელსაც.

 

სცენაზეა ოთხი ჯამბაზი, რომლებიც უსიტყვოდ გადმოსცემენ მათი ცხოვრების ყველაზე სასაცილო, ინტიმურ და  სევდიან ამბებს.  სპექტაკლში მონაწილეობენ ვახტანგ ნოზაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ანა სანაია და ნიკოლოზ ნანიტაშვილი.

 

ედინბურგის თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტოში იმართება, სადაც წარმოდგენილია კლასიკური მუსიკის, ოპერის, თეატრების, ცეკვების ერთობლიობა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფესტივალი ასევე მასპინძლობს ვიზუალური ხელოვნების გამოფენებს, შეხვედრებსა და ვორქშოფებს.

 

პროექტი ინიცირებულია ნ. დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ და ხორციელდება კულტურის სამინისტროს „ქართული სეზონის“ პროგრამის ფარგლებში.

 

ედინგბურგის ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ბელუსიაში, ქალაქ ბრესტის ფესტივალზეა მიწვეული, რომელიც 12-20 სექტემბრამდე მეცხრამეტედ გაიმართება. ფესტივალზე, რომელიც საკონკურსო ხასიათს ატარებს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უილიამ შექსპირის  „ ზამთრის ზღაპარით“ (რეჟისორი დათა თავაძე) 19 სექტემბერს წარდგება.

 

„ზამთრის ზღაპარი“ , რომელიც საქართველოს მასშტაბით დადგმულ სპექტაკლებს შორის საუკეთესო ხუთეულში შევიდა, ბრესტის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საკონკურსო ნომინაციებისთვის იბრძოლებს.

 

ბრესტის  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1996 წლიდან იმართება, ის მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ნაციონალური თეატრების ხელოვნების წარმოჩენას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ჟანრში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი