კინოხელოვნება

მოსკოვის კინოფესტივალის ბოიკოტს ქართველი რეჟისორი არ შეუერთდა

20 ივნისი, 2014 • • 1267
მოსკოვის კინოფესტივალის ბოიკოტს ქართველი რეჟისორი არ შეუერთდა

კინოფესტივალის დირექტორმა ნიკიტა მიხალკოვმა 19 ივნისს, კინოფესტივალის გახსნის დღეს გამართულ პრესკონფენრეციაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა პოლიტიკურმა სანქციებმა კინოფესტივალზეც მოახდინა გავლენა, წერს “ИТАР-ТАСС”-ი.

“კინოფესტივალი არ მოკვდება. ეს პრობლემები დაკავშირებულია იმ სანქციებთან, რომელიც ჩვენ დაგვიწესეს. ვინც უფრთხის, მას ეშინია. ის იქნებოდა უცნაური, რომ სანქციები ასახულიყო მთელ რუსეთზე და არ ასახულიყო კინოფესტივალზე,” – განაცხადა მიხალკოვმა.

 

კინოთეატრი
კინოთეატრი ‘რუსეთი’ მოსკოვის კინოფესტივალის მასპინძელია

“ИТАР-ТАСС-ის” ცნობით, კინოფესტივალის დაწყებამდე მიხალკოვმა გაიხსენა უკრინაში დაღუპული რუსი ჟურნალისტები:

 

“ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ ჟურნალისტების კორპუსისთვის”,- განაცხადა მან.

მიხალკოვი იმედოვნებს, რომ მოსკოვის კინოფორუმი მშვიდად ჩატარდება. მისი თქმით, კინოფესტივალში ჩართულია 397 ფილმი 61 ქვეყნიდან. თუმცა თავდაპირველად, ბოიკოტის გამოცხადებამდე 1140 ფილმი მონაწილეობდა.

“ბოიკოტით ფრუსტრირებული ვარ, მაგრამ არის დადებითი საკითხი. არსებობს რეალური აუცილებლობა მივმართოთ საკუთარ თავებს. პირადად მე მიჩნდება სურვილი ვიყო დამოუკიდებელი და გამოვხატო პროტესტი იმ ფორმების მიმართ, რომლითაც რუსეთს სჯიან”, – ამბობს მიხალკოვი. 

 

კინოფესიტვალის მთავარი პროგრამის ჟიურიში შედის ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომელიც არ შეუერთდა კინოფესტივალის მიმართ გამოცხადებულ ბოიკოტს. ასევე, დაგეგმილია მისი ფილმის “შემთხვევითი პაემნები” კინოფესტივალის სექციაში “8 ½” ჩვენება.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი 19-28 ივნისს, 36-ედ იმართება. ის პირველად 1935 წელს ჩატარდა, თუმცა რეგულარული ღონისძიებები 1959 წლიდან იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი