ხელოვნება

როგორ დავამზადოთ თოჯინები თაბაშირის ბინტისგან [Video]

11 ივნისი, 2014 • • 2450
როგორ დავამზადოთ თოჯინები თაბაშირის ბინტისგან [Video]

ოქსანა ვოროპაი თბილისს თოჯინების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ესტუმრა. გამოფენაზე მან უკრაინის ხელნაკეთი  შემოქმედი  ოსტატების  ასოციაციის ათი მეთოჯინის ნამუშევრები ჩამოიტანა.

 

“ჩემი ორგანიზაციის მეთოჯინეების ნამუშევრების ჩამოტანით და ამ მასტერკლასით მინდოდა მეჩვენებინა ქართველი ოსტატებისთვის, კიდევ რა მასალების გამოყენება შეიძლება და როგორ შეიძლება მუშაობის გაგრძელება სხვა მიმართულებითაც”.

 

თოჯინების საერთაშორისო გამოფენა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ყოველწლიურად იმართება. საგამოფენო დარბაზის მენეჯერის მია ნოზაძის თქმით, გამოფენაში ტრადიციულად ქართველი მეთოჯინეები მონაწილეობენ.


“წელს ეს გამოფენა განსაკუთრებულია იმით, რომ შემოგვიერთდნენ უკრაინელი მეთოჯინეებიც. მათი  20 თოჯინაა გამოფენილი და დანარჩენი 150-მდე ექსპონატია ქართველი მეთოჯინეების. ნამუშევრები არის სხვადასხვა მასალისგან დამზადებული, ეს არის ცვილი, რბილი თოჯინები, ფაიფური, ხის თოჯინები”.

 

თბილისის თოჯინების საერთაშორისო გამოფენა 23 ივნისამდე გაგრძელდება.

ოქსანა ვოროპაის მასტერკლასი თბილისში
ოქსანა ვოროპაის მასტერკლასი თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი