ხელოვნება

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება

15 მაისი, 2014 • • 1468
თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება

წლევანდელი ფესტივალის საპატიო საერთაშორისო სტუმარი ნორვეგიელი მწერალი ერლანდ ლუ იქნება. მისი წიგნი “ნაივური სუპერი” თარგმნილი და გამოცემულია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ. ერლენდ ლუ თბილისს 28 მაისს ეწვევა და აქ მთელი ფესტივალის განმავლობაში დარჩება.

 

მკითხველებს ნორვეგიელი მწერალი წიგნის ფესტივალზე შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მაისს, 18:00 საათზე.

ერლანდ ლუ
ერლანდ ლუ

ფესტივალის მეორე სტუმარი, კანადელი პოეტი, პატრიკ ვუდქოქია, რომლის ლექსებიც შოთა იათაშვილმა თარმგნა.


ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობები მკითხველებს ფასდაკლებებს და სხვადასხვა აქციებს შესთავაზებენ. ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი აქცია, რომელიც წინა, რიგით მეთხუთმეტე ფესტივალზე მოეწყო და რომლის ფარგლებშიც მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლა იყო შესაძლებელი.

 

ამ დროისთვის წიგნის ფესტივალის მონაწილეობის მსურველი გამომცემლობების, წიგნის მაღაზიების და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი