ხელოვნება

“უკვდავთა ბაღში” რეზო ჩხეიძის ავტოგრაფი გაიხსნება

9 მაისი, 2014 • • 1491
“უკვდავთა ბაღში” რეზო ჩხეიძის ავტოგრაფი გაიხსნება

იუბილის აღსანიშნავად მუზეუმის ”უკვდავთა თაღში”  გაიხსნება რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდი მისივე ავტოგრაფით. რეზო ჩხეიძის რეჟისორიბით გადაღებულმა ფილმმა ”ჯარისკაცის მამა” პირველივე წელს (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია ქ. კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო.

 

1965 წელს ფილმმა დაიმსახურა დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზე. რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა პრიზი – „კაპიტოლიუმის იუპიტერი“ მიიღო.

 

რეჟისორი რეზო ჩხეიძე
რეჟისორი რეზო ჩხეიძე

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ანაბეჭდების გახსნის ტრადიციას ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. “უკვდავთა თაღში” ყველა იმ პიროვნების ხელის ანაბეჭდი იქნება წარმოდგენილი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის განვითარებაში. თაღში გახსნილია კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, მსახიობების – ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძის და მომღერალ პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდები.

კადრი ფილმიდან ჯარისკაცის მამა
კადრი ფილმიდან ჯარისკაცის მამა

მასალების გადაბეჭდვის წესი