ფიონა დევისის გამოფენა-ინსტალაცია Blood on Silk აბრეშუმის მუზეუმში

დღეს, 19:00 საათზე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება ავსტრალიელი არტისტის ფიონა დევისის გამოფენა-ინსტალაცია, სახელწოდებით Blood on Silk – სისხლი აბრეშუმზე.

ავსტრალიელი ვიზუალური არტისტის, ფიონა დევისის გამოფენა “სისხლი აბრეშუმზე” ნაწილია პროექტისა, რომელიც მეცნიერებას, მწერლობასა და ხელოვნებას აერთიანებს.

 

ინტერდისციპლინური პროექტი „სისხლი აბრეშუმზე“ სამი ადამიანის, სამი სფეროს წარმომადგენლის ერთობლივი შრომის და ინსპირაციის შედეგია. ესენი არიან: ფიზიკოსი, პროფ. პიტერ დომაჩუკი (სიდნეის უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა), მწერალი, პროფესორი ლი-ანნ ჰოლი და ვიზუალური არტისტი ფიონა დევისი.

 

ფიონა დევისის ინსტალაცია სისხლი აბრეშუმზე
ფიონა დევისის ინსტალაცია სისხლი აბრეშუმზე

პროექტს საფუძვლად დაედო პ. დომაჩუკის კვლევა, რომელიც ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში აბრეშუმის ბიოფოტონური მიკროჩიპის ჩანერგვას ეძღვნება. მიკროჩიპის დანიშნულებაა სისხლის უჯრედების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების განსაზღვრა და გაზომვა ორგანიზმშივე, სისხლის სინჯის აღების გარეშე. აბრეშუმი საოცარი მასალაა – მისგან მშვენიერი ქსოვილიც მზადდება და ინტენსიური თერაპიისათვის გამოსადეგი უვნებელი ბიოჩიპიც.

 

აბრეშუმის მუზეუმში პირველად ეწყობა გამოფენა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის უჩვეულო გამოყენების შესაძლებლობებს. ქსოვილის სახით აბრეშუმის შესანიშნავი თვისებები ყველასათვის ნაცნობია. დღეს კაცობრიობა უკვე იწყებს აბრეშუმის სრულიად სხვაგვარად გამოიყენებასაც.

 

აბრეშუმის მუზეუმი
აბრეშუმის მუზეუმი

გამოფენამ წარმატებით ჩაიარა რამდენიმე ქალაქში – სიდნეი, სტამბული, ლონდონი და ახლა თბილისშიც გაიმართება. ამგვარად, აბრეშუმის მუზეუმი ჩაერთო პროექტის ერთგვარ მსოფლიო პრეზენტაციაში.

 

გამოფენის გახსნაზე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგინონ თავისი სისხლის ჯგუფი, რეზუსი და ეს მონაცემები სპეციალურად დამზადებულ „პასპორტში“ ჩაიწერონ. სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენას უზრუნველყოფენ DKC კლინიკის წარმომადგენლები.

 

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები და ვორკშოპები:

 

ღონისძიებების პროგრამა:

 

07 მაისი

19:00-20:30

გამოფენის გახსნა 

აბრეშუმის მუზეუმი

08 მაისი

16:00-18:00  

შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეებთან, კურატორებთან,   სტუდენტებთან

აბრეშუმის მუზეუმი

10 მაისი

16:00-18:00  

ვორკშოპი სტუდენტებისთვის

აბრეშუმის მუზეუმი

13 მაისი

16:00-18:00  

საჯარო შეხვედრა 

ARTAREA, დ.აბაშიძის 10

17 მაისი

12:00-14:00 

ვორკშოპი ბავშვებისთვის

აბრეშუმის მუზეუმი

 

მისამართი: გ. ცაბაძის ქუჩა #6

აბრეშუმის მუზეუმი რუკაზე
აბრეშუმის მუზეუმი რუკაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი