ხელოვნება

R.O x KONOBA-ს კონცერტი თბილისში – ჯგუფი საქართველოში შეგროვებული ხმებით ახალ თრექს შექმნის

27 ოქტომბერი, 2018 • 2835
R.O x KONOBA-ს კონცერტი თბილისში – ჯგუფი საქართველოში შეგროვებული ხმებით ახალ თრექს შექმნის

ბელგიური დუეტი R.O x KONOBA თბილისში დაბრუნდა და 27 ოქტომბერს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე.

ჯგუფი სწორედ ასე დაასრულებს
ტურს საქართველოში, რომელიც დღევანდელი ლაივ შოუს გარდა, ქუთაისში გამართულ კონცერტსა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას მოიცავდა.

Konoba: “საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, რომელშიც 10 თვის განმავლობაში ვიმოგზაურებთ. თითოეული მოგზაურობისას შეიქმნება ერთი კომპოზიცია. ჩვენ შევაგროვეთ ხმები საქართველოში და სწორედ ამ მოტივებზე შევქმნით ახალ თრექს. ბოლო ერთი წლის
მანძილზე ეს უკვე მესამე ვიზიტია თბილისში. ძალიან გვიხარია, რომ აქ ხალხს ვუყვარვართ და უსმენს ჩვენს მუსიკას. თუმცა ვფიქრობთ შემდეგი ვიზიტი ორ წელიწადზე ადრე არ
გვექნება.”

R.O: “ჩვენი ბოლო ლაივ შოუ თბილისში ნამდვილად დაუწყარი იყო On your knees-ის შესრულებისას მივიღეთ ემოცია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ განგვიცდია. დიდი
მადლობა ქართველ მსმენელს ამისთვის. ამ ვიზიტზე ლაივ შოუზე მოსულ საზოგადოებას
ვპირდებით გაუმჯობესებულ წარმოდგენას. მომზადებული გვაქვს ჩვეულებრივზე უფრო
ხანგრძლივი პროგრამა, ამიტომ მოემზადეთ ცეკვისთვის.”

R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა, რომელიც
მანქანებისა და ინსტრუმენტების, სიზმრებისა და რეალობის, მელანქოლიური ვოკალისა და
პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს.

ისინი პირველად თბილისს 2017 წლის 25 ნოემბერს ეწვივნენ და ქართველს მსმენელს დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზეს Spacehall-ში. მას შემდეგ ბელგიეურმა დუეტმა კიდევ
უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა საქართველოში და 2018 წლის ზაფხულში კვლავ დაბრუნდა განახლებული პროგრამით Tbilisi Open Air-ის სცენაზე. სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს ვიდეო რგოლი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

დუეტმა ერთი თვის განმავლობაში იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ჩაიწერა ქართული ხმები და სულ მალე შექმნის კომპოზიციას ქართულ მოტივებზე. Project 10-ის ფარგლებში ბენდი სულ 10 ქვეყანას ეწვევა.

Funday Entertainment-ისა და Movement-ის ერთობლივი ორგანიზებით, ტურის დასკვნითი კონცერტი 27 ოქტომბერს თბილისში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში
გაიმართება.

ბელგიელ არტისტებთან ერთად მსმენელის წინაშე ქართული ბენდები – LOUDspeakers და Killages წარსდგებიან. საღამოს კი ელექტრონული მუსიკით Daniell და
Endorphins გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი