კინოხელოვნება

ფარაჯანოვისა და შენგელაიას ფილმებს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

2 მაისი, 2014 • • 1706
ფარაჯანოვისა და შენგელაიას ფილმებს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

“ცისფერი მთების”, როგორც ქართული კინემატოგრაფიის შედევრის ჩვენება კანში 18 მაისს გაიმართება. ფილმის ორიგინალი „გოსფილმფონდში“ ინახება, მისი აღდგენილი ციფრული ვერსია ნეგატივიდან იქნება წარმოდგენილი.

 

კადრი ფილმიდან ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი მაბავი
კადრი ფილმიდან ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი მაბავი

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე წელს მეშვიდედ წარდგება საქართველოს პავილიონით. ინდუსტრიული კუთხით ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ბაზრობაზე იმუშავებს სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიებისათვის.

 

ბროწეულის ფერი
ბროწეულის ფერი

ფესტივალის ინდუსტრიულ სექციას კინოცენტრი იყენებს ახალი ქართული ფილმების ტრეილერების გავრცელების საშუალებად, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისათვის შეთავაზებისა და  საქართველოს, როგორც გადასაღებად მიმზიდველი ქვეყნის წარმოსაჩენად.

 

კანის ფესტივალზე, პროდიუსერთა პროგრამაში PRODUCERS ON THE MOVE ნომინირებულია ქართველი პროდიუსერი – თინათინ ყაჯრიშვილი, რეჟისორი და პროდიუსერი სექციაში წარადგენს პროექტს: „ბილეთი ერთი მიმართულებით“. ხოლო “მსოფლიო პავილიონში” (Cinema du Monde) მარიამ ხაჭვანი და ვოვა კაჭარავა მონაწილეობენ პროექტით „დედე“.

 

კანის კინოფესტივალი
კანის კინოფესტივალი

კინოფესტივალზე, პროდიუსერებისთვის განკუთვნილ სექციაში Producers Network წელს საქართველოდან მონაწილეობენ ნოშრე ჩხაიძე, ეკა ჯოჯუა და ლაშა ხალვაში, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ მინი იავეს ტრეინინგში.

 

კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“. 10-წუთიანი ქართული ფილმი 128 ქვეყნის 3450 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრიდან შეირჩა და 9 საუკეთესოთა შორის მოხვდა.  

 

გამარჯვებულს ჟიურის პრეზიდენტი, ირანელი რეჟისორი – აბას კიაროსტამი გამოავლენს. ფილმის ჩვენება გაიმართება 23 მაისს.

 

კანის მთავარ კონკურსში მონაწილეობს მიშელ ჰაზანავიჩუსის „ძებნა“, რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოშია გადაღებული. ფრანგულ-ქართული კოპროდუქცია ჩეჩნეთის ომს ეხება.  

 

კანის 67-ე კინოფესტივალი 14-დან 25 მაისამდე გაიმართება. კინოფესტივალის გამარჯვებულები 24 მაისს გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი