ხელოვნება

Scorpions-ის დრამერი ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

30 აპრილი, 2014 • • 1221
Scorpions-ის დრამერი ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

ჯეიმს კოტაკი Scorpions-ს 1996 წელს შეუერთდა/ფოტო BBC
ჯეიმს კოტაკი Scorpions-ს 1996 წელს შეუერთდა/ფოტო BBC

BBC-ის ცნობით კოტაკი დუბაის  აეროპორტში  ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს, როცა მან მუსლიმებს შუა თითი აჩვენა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა 3 აპრილს დუბაის აეროპორტში მოხდა, როცა ბენდი ბაჰრეინში დაგეგმილი კონცერტის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველები აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ მუსიკოსი უარს აცხადებდა ავღანელებთან და პაკისტანელებთან ერთად ფრენაზე.



ბრალდებულს ალკოჰოლის ზემოქმედების ფაქტი არ უარყვია და ამისთვის დაწესებული 550 დოლარის ოდენობის ჯარიმაც გადაიხადა,  თუმცა სხვა დანარჩენ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს :



“მე არ შეურაცხმიყვია მუსლიმები ან ისლამი, ამას არასოდეს გავაკეთებდი, ნასვამ მდგომარეობაშიც კი”,- განაცხადა ჯეიმს კოტაკმა.



Gulf News.-ის ცნობით, ჯეიმს კოტაკს მალე გაათავისუფლებენ და დუბაიდან გამოაძევებენ.  შეგახსენებთ, რომ 51 წლის მუსიკოსი  Scorpions–ის წევრი 1996 წლიდანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი