ხელოვნება

Led Zeppelin-ი აქამდე უცნობ კომპოზიციებს გამოაქვეყნებს

29 აპრილი, 2014 • • 1230
Led Zeppelin-ი  აქამდე უცნობ კომპოზიციებს გამოაქვეყნებს

BBC-ის ცნობით, მსმენელმა 2 უცნობი კომპოზიცია – Keys to the Highway–ი  და ცნობილი ჰიტის, Whole Lotta Love–ის თავდაპირველი ვერსიები უკვე მოისმინა, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ ათობით ჩანაწერისა, რომელთა გამოშვებაც ივნისში იგეგმება.

დაგეგმილია ჯგუფის ცნობილი ალბომების ხელახლა გამოშვება. ახალ ალბომ “Led Zeppelin III”–თან ერთად მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ჯგუფის კომპოზიციების ალტერნატიული ვერსიები და საკონცერტო ჩანაწერები, რომლებიც ცალკე დისკად იქნება დართული.

ჩანაწერები 1970 წელს გაკეთდა და აქამდე ჯგუფის არქივში ინახებოდა. როგორც ჯგუფის ვოკალისტი, რობერტ პლანტი ამბობს, ეს ყველაზე ნაყოფიერი წელიწადი იყო:

“ჩვენ მაშინ ვიწყებდით საკუთარი შესაძლებლობების გაცნობას, ჯიმი პეიჯთან ერთად სახლიდან მოგვქონდა მასალები და ვმუშაობდით სტუდიაში ყოველგვარი გეგმის გარეშე”.

Led Zeppelin-ი გულშემატკივრებს სხვა სიურპრიზებსაც ჰპირდება, იგეგმება ცხრავე ალბომის ხელახალი გამოშვება.

 

პეიჯის თქმით, ჯგუფის აღდგენის შანსები ნულის ტოლია და მსმენელმა ეს ინიციატივა სერიოზულად არ უნდა მიიღოს. Led Zeppelin-ი,  მისი დრამერის – ჯონი ბონამის გარდაცვალების შემდეგ, 1980 წელს დაიშალა. 7 წლის წინ კი ლონდონელი მსმენელების წინაშე ჯგუფი ბონამის შვილის თანხლებით წარსდგა.

Led Zeppelin
Led Zeppelin

მასალების გადაბეჭდვის წესი