აფიშახელოვნება

“TBC გალერეაში” გურამ თიკანაძის ფოტოების გამოფენა გაიმართება

29 აპრილი, 2014 • • 3409
“TBC გალერეაში” გურამ თიკანაძის ფოტოების გამოფენა გაიმართება

ფოტოები 1955-63 წლებშია გადაღებული. გამოფენა 29 ივნისამდე გაგრძელდება. გურამ თიკანაძე გეოლოგი, ფოტოგრაფი და ალპინისტი იყო. იგი 1932 წლის 12 სექტემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში დაიბადა. მოზარდობისას თბილისის პიონერთა სასახლის ფოტომოყვარულთა წრეზე დადიოდა.

 

გურამ თიკანაძის ფოტოების გამოფენა
გურამ თიკანაძის ფოტოების გამოფენა

1951-56 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში გეოგრაფია – გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს ალპინიზმის ინსტრუქტორი გახდა. 1959 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომელად.

 

 

გურამ თიკანაძე
გურამ თიკანაძე

1962 წელს ფოტოჟურნალისტის კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავჯდომარედ აირჩიეს. მალე მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ხშირად მონაწილეობდა კონკურსებსა და გამოფენებში. მის ნამუშევრებს მოწონება ხვდა იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, უნგრეთში, ბელგიაში. ჰონკონგში გურამ თიკანაძე ფოტოგრაფიის საპატიო წევრად აირჩიეს.

 

1963 წლის 27 აგვისტოს 30 წლის ასაკში კავკასიონის ერთ–ერთ მწვერვალ შხარადან დაშვების დროს დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი