ხელოვნება

“ქართველი შინდლერები”- ახალი ბუკლეტი ქართულ-ებრაული ურთიერთობის შესახებ

28 აპრილი, 2014 • • 4039
“ქართველი შინდლერები”- ახალი ბუკლეტი ქართულ-ებრაული ურთიერთობის შესახებ

ორენოვანი ბუკლეტის “ქართველი შინდლერები” პრეზენტაციას დღეს “ისრაელის სახლში” “ქართველი შინდლერების”: გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიას, სერგო მეტრეველისა და საბა კლდიაშვილის შესახებ გამოფენა მიეძღვნა.

“საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის” პრეზიდენტი იციკ მოშე ამბობს, რომ ამ ოთხი პიროვნების შესახებ მსოფლიომ უფრო მეტი ამ უნდა გაიგოს, ხოლო გამოფენის შემდეგ კი ისინი გააგრძელებენ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას, რათა იად ვა-შემის იერუსალიმის მემორიალურ მუზეუმში მათი სახელები იქნას უკვდავყოფილი. 

 

“ისრაელის სახლის” ინფორმაციით, სერგო მეტრეველს იად ვა-შემის მუზეუმმა მიანიჭა “მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების” წოდება. “მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების წოდება იმ არაებრალეებს ენიჭებათ, რომლებმაც ებრაელებს დახმარება გაუწიეს მეორე ჰოლკოსტის წლებში. “ისრაელის სახლს კი სურს, რომ მიხეილ კედიას, საბა კდლიაშვილსა და გრიგოლ ფერაძესაც “მსოფლის ხალხთა მართალი შვლების” წოდება მიენიჭოთ. 

“პრეზენტაცია “ქართველი შინდლერების” იქნება სიმბოლური, რადგან ის დაემთხვა ოსკარ შინდლერის დაბადების დღეს და ეს ბუკლეტი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ გვინდა იყოს განხილვისთვის აკადემიურ წრეებში საქართველოსა და ისრაელში. ჩვენ დავიწყებთ, შესაძლოა ხანგრივ პროცესს, რომ საპატიო ადგილი ჰქონდეს “ქართველ შინდლერებს” იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმში”,- განაცხადა იციკ მოშემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.

პრეზენტაციას დაესწრო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. განათლების სამინისტრომ დააფინანასა ინგლისურენოვან და ქართულენოვანი ბუკლეტის გამოცემა. 

ბუკლეტის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ ებრაელთა გადარჩენაში ჰოლოკოსტის დროს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ, რომელთა შორისაა ოსკარ შიდნლერი, რომელმაც საკუთარ ფაბრიკაში დაასაქმა ათასობით ებრაელი და საკონცენტრაციო ბანაკებისგან ისხნა ისინი, უნგრეთში მოღვაწე შვედი დიპლომატი რაულ ვალებერგი, არისტიდუს სოუსა მენდესი- პორტუგალიელი დიპლომატი, ხე ფენშანი- ჩინეთის კონსული სინგაპურში, პარიზში ირანის საკონსულოს თანამშრომელი-აბდულ ჰუსეინ სადრი. 

 

თამარ სანიკიძე და იციკ მოშე გამოფენის დამთვალიერებლებთან ერთად
თამარ სანიკიძე და იციკ მოშე გამოფენის დამთვალიერებლებთან ერთად

ბუკლეტი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფიით იწყება. გრიგოლ ფერაძე პოლონეთში მოღვაწე თეოლოგი იყო. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მუშაობდა და ხშირად იფარებდა ნაცისტებისგან დევნილ ადამიანებს. გესტაპო 1942 წელს დაინტერესდა მისით და იმავე წლის მაისში დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა. 

გრიგოლ ფერაძე 1942 წლის დეკემბერში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა: იგი გაზის კამერაში მრავალშვილიანი ებრაელის მაგივრად შევიდა, სადაც მას გაგუდვა ელოდა. 

მიხეილ კედია საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პარიზში ცხოვრობდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციიას, საფრანგეთში ქართველთა დიასპორამ ნაცისტების წარმოადგენლობას გაუგზავნა წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ქართველებსა და ებრაელებს საერთო ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული ჩვეულებები აქვთ. ამ წერილში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, ეთნიკური ქართველები იყვნენ. ეს წერილი გერმანელებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა, ხოლო ქართველი ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. 

სერგი მეტრეველი ჩრდილოეთ კავკასიაში, კისლოვოდსკში, ღვინის მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა. მაშინ, როცა კისლოვოდსკს გერმანელები მიუახლოვდნენ, მან კომუნისტებსა და ებრაელებს საშუალება მისცა, რომ ქალაქი დაეტოვებინათ. 

საბა კლდიაშვილი 1905 წელს ოდესაი დახვრიტეს, როდესაც შავრაზმელებმა ებრაელთა თემს დარბევა და უმისამართო სროლა დაუწყო. იგი 1873 წელს დაიბადა და საქართველოში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა ოდესის უნოვერსიტეტში განაგრძო ქიმიის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ ამავე უნივერსიტეტში განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა. 

 

1908 წლის 28 აპრილს დაიბადა გერმანელი მრეწველი ოსკარ შინდლერი, რომელამც ჰოლოკოსტის წლებში 1200-ზე მეტი ებრაელი გადაარჩინა. მან სკონცენტრაციო ბანაკებში დატყვევებული ებრაელები საკუთარ ქარხანაში დაასაქმა და სიკვდილს გადაარჩინა. 

იციკ მოშე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ოთხი პიროვნების გარდა კიდევ მრავალი ადამიანი იქნება ქართველებს შორის, რომლებიც ებრაელებს დაეხმარნენ, და ამ დავიწყებულ ისტორიებს აღმოჩენა სჭირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი