ხელოვნება

“დედა ენის მეთოდს” ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობის კატეგორია მიენიჭება

14 აპრილი, 2014 • • 2671
“დედა ენის მეთოდს” ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობის კატეგორია მიენიჭება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განმარტებით, საკითხი მთავრობის სხდომაზე უკვე გატანილია და უახლოეს დღეებში “დედა ენას”, რომელსაც არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, პრემიერის ხელმოწერით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაც მიენიჭება. 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში აყვანა ძეგლს უკეთესად დაიცავს და მის მნიშვნელობას კიდევ უფრო აღიარებს. 

 

“ეროვნული კატეგორია არის უმნიშვნელოვანესი სტატუსი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, მისი [დედა ენის] მნიშვნელობა არ იყო აღმატებულ ხარისხში”,- განაცხადა ანთიძემ. 

 

სამინისტროში აღნიშნეს, რომ “დედა ენის” მეთოდისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭება, ისევე როგორც 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის ნუხსაში შეტანა, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების ინიციატივაა, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაითვალისწინა. 

 

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ეროვნული კატეგორიის მინიჭება იაკობ გოგებაშივლის “დედა ენის მეთოდს” იმისგან დაიცავს, რომ არ მოხდეს მისი სახეცვლილება.

 

“დედა ენის” მეთოდი მე19 საუკნიდან იწყება. სამხუხარო იყო წლები უკვე 21-ე საუკუნეში, როდესაც უკვე ფაქტობრივად “დედა ენაში” ჩარევა დაიწყეს ისეთმა პირებმა, რომლებიც ახლოსაც არ იყვნენ ამ მეცნიერებასთან.  ფაქტობრივად უკვე ის “დედა ენა” არ იყო. ის იქნება დაცული, მან გადმოაბიჯა 21-ე საუკუნეს, მას აქვს საუკუნეები წინ. ჩვენ ქართველები ვიამაყებთ რომ მე-19 საუკუნიდან, მე-20-ში, 21-ე და 22 საუკუნეშიც ჩვენ წერა-კითხვას ვსწავლობთ “დედა ენის” მიხედვით.”

 

კითხვაზე, ეს ხომ არ გამოიწვევს, სხვა ავტორების მიერ შედგენილი “დედა ენის” სახელმძღვანელობის გამორიცხვას სასწავლო პროცესიდან, მინისტრმა უპასუხა, რომ ამისთვის სამთავრობო გადაყვეტილებაა საჭირო. 

 

“სამთავრობო განხილვა სჭირდება, ასევე, განათლების სამინისტროს თანხმობა სჭირდება. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ სწორედ “დედა ენის” მიხედვით იყოს სწავლება. ძალიან ცოტაა ქცეყანა, თითებზე ჩამოსათვლელი, რომელსაც ასეთი წიგნი აქვს და რომლის წინაპარი სწავლობდა ამ წიგნით და რომლის მომავალიც ისწავლის”,- განაცხადა გურამ ოდიშარიამ.  

 

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარის, დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის აზრით,  გოგებაშვილის “დედა ენა” დევს “იმ სამ სვეტზე, რასაც “ენა, მამული და სარწმუნოება” ჰქვია.”

 

“თუ ჩვენ მომავალ თაობებს არ ვასწავლით ჭეშმარიტი დედა ენით, ის დაემსგავსება ადამიანს, რომელსაც სული არ გააჩნია და მხოლოდ ხორციღა დადის.”

 

მას იმედი აქვს, რომ ამ ცვლილების შემდეგ სახელმწიფო ყველაფერ იღონებს იმისთვის, რომ “დედა ენა” “დაბრუნდეს ქართულ სკოლაში.”

 

კონსტანტინე გიორგაძე განმარტავს, რომ  გოგებაშვილის დედა 2010-2011 წლებში გამომცემლობა “დედა ენამ” გამოსცა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა’, რომელმაც გრიფირებაც მიიიღო თუმცა ამის შემდეგ გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით სწავლება არ მიმდინარეობს. 

 

“დღეს “დედა ენა” აღარ არის ქართულ სკოლაში. არის მისი მიხედვით შედგენილი წიგნები, რომლებიც ვერაფრით ვერ შეცვლის ნამდვილ “დედა ენას”.  მე ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო მოახერხებს იმას, რომ გოგებაშვილი დაბრუნდეს ქართულ სკოლაში”,- ამბობს კონსტანტინე გიორგაძე.

 

გურამ ოდიშარიამ, განმარტა, რომ სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებასთან თანამშრომლობით განავითარებს სხვადასხვა აქტივობას 

მასალების გადაბეჭდვის წესი