კინოხელოვნება

“სრული სვლით დასავლეთისკენ”- 24 აპრილიდან კინოთეატრებში

10 აპრილი, 2014 • • 1715
“სრული სვლით დასავლეთისკენ”- 24 აპრილიდან კინოთეატრებში

დოკუმენტური ფილმი “სრული სვლით დასავლეთისკენ” საქართველოს უახლოეს წლებში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. გერმანელი რეჟისორი შტეფან ტოლცი, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს, ქვეყნის უახლეს ისტორიას მოგზაურის ჩანაწერივით ჰყვება: ამბავს, თუ როგორ მოვიდა 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს უმდიდრესი კაცი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.


მისი მიზანი ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება და ამ გზით პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორება იყო. ფილმში მოთხრობილია, როგორ მიაღწია ოლიგარქმა მიზანს და როგორ იბრძოდა სააკაშვილი, რომ საქართველოს სვლა რეფორმებისკენ და ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ არ შეფერხებულიყო.

 

რეჟისორი: შტეფან ტოლცი ოპერატორი: თომას რიდელსჰაიმერი, შტეფან ტოლცი, მარკუს ვინტერბაუერი მუსიკა: 33ა, მგზავრები, გურამ ბზვანელი, ბერა ივანიშვილი, რეზო კიკნაძემონტაჟი: ლენა რემი, მარკ შუბერტი, შტეფან ტოლცი ხმა: ივანე გვარაძე, თომას შვარცი, ფალკ შპოერი, ნიკო ტარიელაშვილი ხმის დიაზინი: მარილინ იანსენი პროდიუსერი: შტეფან ტოლცი

მასალების გადაბეჭდვის წესი