აფიშახელოვნება

“სამი მუშკეტერის” პრემიერა თბილისის მოზარმაყურებელთა თეატრში

9 აპრილი, 2014 • • 2168
“სამი მუშკეტერის” პრემიერა თბილისის მოზარმაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიმდინარე რეპერტუარში „ სამი მუშკეტერი“ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი დადგმაა. დიუმას ნაწარმოების სცენური ვერსიისთვის სპეციალურად შეიქმნა და შეიკერა 17 საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარისთვის დამახასიათებელი მდიდრული 72 კოსტიუმი, რომლებსაც სცენაზე 30 მსახიობი მოირგებს.

 

სპექტაკლისთვის აიგო დეკორაცია, რომელიც ტავერნის, მონასტრის, ვერსალისა და კარდინალის სასახლის ფუნქციას ერთდროულად შეითავსებს. სპექტაკლი მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე მოწვეულმა რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ დადგა, კოსტიუმების მხატვარია ნინო კიტია, კომპოზიტორი- დავით მალაზონია, სასცენო მოძრაობა და ფარიკაობა- შოთა სხირტლაძის და შოთა გეგიაძეს ეკუთვნის.

სამი მუშკეტერი - მოზარდმაყურებელთა თეატრი
სამი მუშკეტერი – მოზარდმაყურებელთა თეატრი

მასალების გადაბეჭდვის წესი