ხელოვნება

კულტურის სამინისტრომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი შექმნა

1 აპრილი, 2014 • • 1431
კულტურის სამინისტრომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი შექმნა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ლიტერატურული თარგმანების სფეროში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშვეობით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას.

 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, სპეციალურად შემუშავებული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, გადადგამს ყველა იმ ქმედით ნაბიჯს, რომელიც ქართული ლიტერატურის თარგმანების რიცხოვნობის ზრდისკენ იქნება მიმართული და უზრუნველყოფს 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციასთან დაკავშირებული  ყველა ვალდებულების შესრულებას, განმარტავენ კულტურის სამინისტროში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი