ხელოვნება

“კლაინმანის” პრემიერა “მოძრაობის თეატრში”

31 იანვარი, 2014 • • 1757
“კლაინმანის” პრემიერა “მოძრაობის თეატრში”

„კლაინმანი“ თანამედროვე ექსპერიმენტული დადგმაა, რომლის მცდელობაა დრამატული თეატრის და ფიზიკური თეატრის მიმდინარეობები გააერთიანოს. დადგმაში დიდი ყურადღება ენიჭება მსახიობის როგორც მხატვრულ მეტყველებას, ასევე, მათ ფიზიკურ კონდიციას.

 

ვუდი ალენის „კლაინმანი“ არის სათავგადასავლო კომედია კაცზე, რომელსაც შუა ღამით მეზობლები დახმარებას თხოვენ, რომ ბაღში შესული მკვლელი–მანიაკი დააჭერინოს. ამ უაღრესად სასაცილო ამბავს უცნაური და განსხვავებული განვითარება აქვს, რომელიც სრულ დაძაბულობაში ამყოფებს მაყურებელს მთელი სპექტაკლის განმავლობაში.

 

პიესა „კლაინმანი“ არის ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირების შესახებ. საზოგადოება ისეთი საქციელის ჩადენას ითხოვს კლაინმანისგან, რომელიც მას არც შეუძლია და არც არანაირი სურვილი არ აქვს. ბოროტების წინააღმდეგ უანგაროდ ბრძოლაში კლაინმანი თავის გზაზე სხვადასხვა დაჯგუფებებს, მეძავს, ექიმს, ესქსტრასენსს და უამრავი პროფესიის ადამიანს ხვდება, რომლებიც პატრულირებას ახდენენ ბაღში მკვლელი–მანიაკის დასაჭერად.

 

ამ უცნაურ ამბავში კლაინმანი თავად ხდება მთავარი ეჭვმიტანილი. ერთი შეხედვით უაზრო ამუეტი, რომელიც ბოროტებას ისხლეტს, მთელი პიესის განმავლობაში იცავს კლაინმანს მოახლოებული საფრთხისგან, მანამ, სანამ უნებლიეთ არ მოიხსნის…


პიესის მთარგმნელი და რეჟისორია იოსებ ბაკურაძე

კომპოზიტორი  – სანდრო ნიკოლაძე

ქორეოგრაფი  – გიორგი კორკოტაძე

მონაწილეობენ  – გიორგი კორკოტაძე, კახა არევაძე, უჩა მჟავია, ალექსანდრე ჯაგაშვილი, თამარ აზნარაშვილი, ამირან ქაჩიბაია, ეკა წილოსანი, ილია ჭეიშვილი, იაკობ გოგოტიშვილი

 

საპრემიერო სპექტაკლები:

31 იანვარი, დასაწყისი 19.00  

1 თებერვალი, დასაწყისი 17.00

2, 14, 15, 16 თებერვალი, დასაწყისი 19.00

მასალების გადაბეჭდვის წესი