ხელოვნება

ფოტოებით აღმოჩენილი და მათზე აღბეჭდილი საქართველო [ფოტო]

30 იანვარი, 2014 • • 1441
ფოტოებით აღმოჩენილი და მათზე აღბეჭდილი საქართველო [ფოტო]

ფოტოგამოფენაზე მთელი მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა არაა გამოტანილი, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში გადაღებული ფოტოებია. 

 

„ჩემი მოგზაურობა გასულ წელს დაიწყო კალიფორნიიდან. გამოვიარე მონტანა, ვაიომინგი და ამის შემდეგ ჩამოვედი საქართველოში. ამ მოგზაურობისას ნანახი აისახა ჩემს ფოტოებზე”, – ამბობს მაიკ ბურგოლტი. 

 

წარმოდგენილი ფოტოებიდან ყველა შავ-თეთრია. ბურგოლტმა განმარტა, რომ იგი ფერადი კადრით იღებდა ყველა ფოტოს, მხოლოდ გამოფენაზე ისინ შავ-თეთრი გამოიტანა. ბურგოლტი ამბობს, რომ შავ-თეთრი ფოტოგრაფიის მიმდევარი არაა, უბრალოდ, მან “ასე აღიქვა ეს მოგზაურობა”.

 

მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე ვაიომინგისა და მონტანას შტატებში გადაღებული რურალური პეიზაჟები, მიტოვებული ფერმები, ბიზონების ჯოგი, ასევე, ხევსურეთის პეიზაჟები, მთის მცხოვრებლების პორტრეტები და თბილისისა და ქუთაისის ურბანული ხედებია აღბეჭდილი. 

 

ბურგოლტი ყველაზე მეტად ხევსურეთმა მოხიბლა, მთის ბუნებამ და ადამიანებმა. იგი 2012 წლიდან თბილისში ცხოვრობს. 

 

საქართველო პირველად ფოტოებით, სოცალურ ქსელის flickr.com საშუალებით აღმოაჩინა და გადაწყვიტა აქ ჩამოსულიყო. 2009 წელს მან საქართველოში იმოგზაურა, 2010 წელს მეორედ დაბრუნდა, 2012 წლიდან კი საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. 

 

გამოფენა “ბაია გალერეაში” 4 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი