ხელოვნება

ლიტერატურულ პრემია “საბა” 2014–სთვის განაცხადების მიღება დაიწყო

15 იანვარი, 2014 • • 1236
ლიტერატურულ პრემია “საბა” 2014–სთვის განაცხადების მიღება დაიწყო

განაცხადების მიღება 3 თებერვლამდე გაგრძელდება, 10 თებერვლიდან კი კ „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება. ჟიურის წევრთა ვინაობა ტრადიციულად ანონიმური იქნება. კონკურსი წელს მეთორმეტედ ჩატარდება. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

 

1.      საუკეთესო რომანი

2.      საუკეთესო პოეტური კრებული

3.      საუკეთესო პროზაული კრებული

4.      საუკეთესო პიესა

5.      საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6.      საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7.    საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8.      უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9.      ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10.  პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


 საპრემიო ფონდი, რომელსაც  გამარჯვებულ ავტორებს “თიბისი” ბანკი გადასცემს, 44 ათასი ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი